30 წლის წინ, 1990 წლის 23 მაისს ვენაში გაიმართა ჩემპიონთა თასის გათამაშების ფინალური მატჩი იტალიურ „მილანსა“ და პორტუგალიურ „ბენფიკას“ შორის. მატჩამდე პორტგალიური გუნდის ლეგენდა ეუსებიო სწორედ ვენაში დაკრძალული ლეგენდარული მწვრთნელის, ბელა გუტმანის საფლავზე მივიდა და მხურვალედ ილოცა. ეუსებიო მიცვალებულის სულს კლუბისთვის დადებული წყევლის ახსნას სთხოვდა. ამაოდ. ფრენკ რაიკარდის ერთადერთმა გოლმა თასი „მილანს“ მოაგებინა. გუტმანის წყევლა...
