ტოკიოს ოლიმპიური თამაშებზე მოკრივე ესკერხან მადიევი მეოთხედფინალში გავიდა და მინიმუმ ბრინჯაოს მედლამდე ერთი ნაბიჯი აშორებს. 69 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მადიევი რინგზე უგანდელ შადირ ბვოგს შეხვდა. მსაჯების გადაწყვეტილებით ბრძოლა მადიევის სასარგებლოდ დასრულდა – 3:1. ერთმა მსაჯმა ორივე მოკრივეს თანაბარი ქულები მიანიჭა. მეოთხედფინალში მადიევი მსოფლიო ჩემპიონს, რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის ნაკრების წევრ ალექსანდრ ზამკავოის 30 ივლისს შეხვდება. მედლის...
ჭდე: ესკერხან მადიევი
დღე 1: ახლოს, მაგრამ უმედლოდ…
ტოკიოს XXXII-ე ოლიმპიურ თამაშებზე პირველ დღეს მედალთან ყველაზე ახლოს ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე იყო. ჩვენებურმა საწყის ეტაპებზე ორი ეგვიპტელი – მოჰაბ სამერი 15:10 და ზიად ელსისი 15:12 დაამარცხა. ბაზაძემ მეოთხედფინალში სენსაციურად მოუგო ტურნირის მთავარ ფავორიტად მიჩნეულ, მსოფლიო რეიტინგის პირველ ნომერ კორეელ სანგუკ ონს – 15:13 და ოლიმპიადის ნახევარფინალში გავიდა. სანდრო ნახევარფინალში ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონ არონ...
მოკრივეების სამი ლიცენზია პარიზიდან
ქართველმა მოკრივეებმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის საქართველოს დელეგაციას სამი ლიცენზია შემატეს. ამ ზაფხულს იაპონიის დედაქალაქში სახილ ალახვერდოვი (52), ესკერხან მადიევი (69) და გიორგი ხარაბაძე (75) გაემგზავრებიან. ჩვენებმა ლიცენზიები პარიზში მოიპოვეს, თუმცა, ტურნირი ჯერ კიდევ შარშან ლონდონში დაიწყო და კოვიდ-პანდემიის გამო შეწყდა. წლეულს კი ინგლისმა ტურნირის გაგრძელებაზე უარი თქვა და ლიცენზიები პარიზში გათამაშდა. სამივე მათგანს პირველი ბრძოლები...


