ახალგაზრდულ ფეხბურთზე გამახსენდა და ზოგადად, გავრცელებული ამბავია: ფენომენი ბავშვები დიდობაში საერთოდ ვეღარ თამაშობენ, ფენომენი ყმაწვილები ჩვეულებრივი მოთამაშეები ხდებიან, ან საერთოდაც იკარგებიან და მხოლოდ ერთეულები იზრდებიან, სწრაფად ვითარდებიან და სიყმაწვილის ვარსკვლავობა სიჭაბუკეში გადააქვთ, იქედან კი დიდ ფეხბურთშიც და დიდ ვარსკვლავებად იქცევიან ხოლმე. ვარსკვლავსა და დიდ ფეხბურთელზე მოგახსენებთ, თორემ საშუალო და კარგ ფეხბურთელებში ეს საქმე უფრო იოლადაა....
