ამირ რაჰმანისთვის სანაკრებო კვირა ადრე დაიწყება. „ნაპოლის” ცენტრალური მცველი ოთხშაბათს „უნიონ ბერლინის” წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მატჩში მოედანზე იქნება, მაგრამ ამ შეხვედრის დამთავრებისთანავე დატოვებს კლუბს. შესაბამისად, რაჰმანი ვერ მიიღებს მონაწილეობას კვირას, „ემპოლისთან” დაპირისპირებაში, რომელიც „მარადონაზე” საქართველოს დროით 15 საათსა და 30 წუთზე გაიმართება. მიზეზი: უეფამ სწორედ კვირისთვის გადადო ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრა კოსოვოსა და ისრაელის...
ჭდე: ემპოლი
მარიო რუი დასაჯეს
„ნაპოლის” მარცხენა მცველს მარიო რუის სერია A-ს ბოლო შეხვედრაში, „ემპოლისთან” მიღებული წითელი ბარათი ძვირად დაუჯდა — მას ორთამაშიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს. ვერდიქტში წერია: „ის მეორე ტაიმის 22-ე წუთზე ჩვეულებრივი ორთაბრძოლის შედეგად დაეცა მოედანზე, ბურთი შორს იყო, მან კი მეტოქე გუნდის ფეხბურთელს განზრახ ამოარტყა საზარდულში ფეხი”. 31 წლის პორტუგალიელი ორ შეხვედრას გამოტოვებს: პარასკევს „ლაციოსთან”, რომელსაც „ნაპოლის” ყოფილი...
ოსიმნზე რაღა უნდა თქვა; კვარაცხელია მხატვარია
იყო მოსაზრება, რომ ფრანკფურტში, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ შეხვედრაში გამარჯვების შემდეგ „ნაპოლი” ემპოლიში დაღლილი ჩავიდოდა, მაგრამ ლუჩანო სპალეტის გუნდმა ისევ გაიმარჯვა — 2:0. „კორიერე დელო სპორტმა” ტრადიციულად მატჩის გამორჩეული მოთამაშეები დაასახელა. გთავაზობთ იტალიური გაზეთის მოსაზრებას: უდრეკი ოსიმენი სიტყვები უძლურია. ის თავს არასდროს ზოგავს, ყოველთვის მაქსიმუმს აკეთებს. თამაშის ბედი მაშინ გადაწყდა, როდესაც მან პირველ 28 წუთში...
ნაპოლის შემადგენლობაში ცვლილებებია მოსალოდნელი
შაბათს სერია A-ს ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი” ემპოლიში თამაშობს. „ემპოლი” მე-12 ადგილზეა. როგორც „ილ მატინო” წერს, „აძურის” თავკაც ლუჩანო სპალეტის ფრანკფურტში 2:0 გამარჯვების შემდეგ შემადგენლობის გადახალისება აქვს გადაწყვეტილი. მას სამი ფეხბურთელის შეცვლა განუზრახავს. უპირველეს ყოვლისა მოედანს დაუბრუნდება მარიო რუი, რომელიც ოთხკაციან დაცვაში მარცხნივ დაიკავებს თავის ადგილს. ბოლო ორ შეხვედრაში ამ პოზიციაზე ოლივერა თამაშობდა. ცვლილებაა მოსალოდნელი...
კრემონეზემ კვლავ ვერ მოიგო, ალვინი კი ფეხბურთელებს აქებს
„კრემონეზემ”, სადაც ქართველი მცველი ლუკა ლოჩოშვილი თამაშობს, სერია A-ში მე-15 შეხვედრა ჩაატარა და მერვედ წააგო. ის იტალიის ჩემპიონატში ერთადერთი გუნდია, რომელსაც ჯერ არ მოუგია. ამჯერად, კრემონელებმა, რომელთა რიგებშიც ლოჩოშვილმა მოედანზე 78 წუთი დაჰყო, „ემპოლისთან” სტუმრად წააგეს 0:2. შეცვლის წუთს ხაზს იმიტომ ვუსვამთ, რომ მეორე გოლში, რომელიც „ემპოლიმ” 88-ე წუთზე გაუშვა მას ბრალი არ მიუძღვის. ლოჩოშვილის...
ნაპოლიმ სამი სავალდებულო ქულა მოიპოვა
„ნაპოლიმ” ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე 2:0 მოუგო „ემპოლის”. ანგარიში 69-ე წუთზე ირვინგ ლოსანომ თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნა, მეორე გოლი კი 88-ე წუთზე იმავე ლოსანოს პასით, ტექნიკური დარტყმით, მოედანზე 64-ე წუთზე შესულმა პიოტრ ჟელინსკიმ შეაგდო. ამ ორ გოლს შორის, 74-ე წუთზე სტუმრებს მეორე ყვითელი ბარათის გამო ცენტრალური მცველი სებასტიანო ლუპერტო გაუძევეს. „ძალიან მინდოდა ამ პენალტის დარტყმა. ყველამ გამამხნევა,...
ხვიჩა ემპოლისთანაც არ იქნება
„კორიერე დელო სპორტის” კორესპონდენტი ფაბიო მანდარინი წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ემპოლისთანაც” ვერ ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ ხვიჩას წინა ტურში „ატალანტასთანაც” არ უთამაშია. ბერგამოში 2:1 გამარჯვების შემდეგ „აძური” საწვრთნელ მოედანს დაუბრუნდა და 8 ნოემბრის შეხვედრისთვის დაიწყო მზადება. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა შაბათის შეხვედრა ზურგის ტკივილის გამო გამოტოვა. იტალიური პრესა წერს, რომ კვარაცხელიას ზურგი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო...
ჟოზემ თვით ალეგრის გადაასწრო
გუშინ, სერია A-ში, „რომამ“ „ემპოლის“ უმასპინძლა და 2:0 მოუგო. როგორც გაირკვა, ეს იყო რომაელთა პორტუგალიელი მწვრთნელის ჟოზე მოურინიუს ზედიზედ 42-ე გამარჯვება შინ, იტალიის ჩემპიონატში. ამ მაჩვენებლით მან თვით მასიმილიანო ალეგრის გადაასწრო, რეკორდი მოუხსნა. „ჩემი მენტალიტეტი არ შეცვლილა, — თქვა მოურინიუმ მატჩისშემდგომ ინტერვიუში, — მე რეკორდებზე კი არა, ყოველთვის შემდეგ თამაშზე ვფიქრობ. მაგრამ, მაინც მინდა დიდი...
იუვემ რონალდუსშემდგომი ცხოვრება მარცხით დაიწყო
„იუვენტუსმა“ კრიშტიანუ რონალდუს შემდგომი ცხოვრება სენსაციური მარცხით დაიწყო — „ბებერმა ქალბატონმა“ შინ, სერია A-ში ახალდაბრუნებულ „ემპოლისთან“ 0:1 წააგო. პორტუგალიელის „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლის მეორე დღეს, „იუვემ“ ემპოლელი ლეონარდო მანკუზოს მიერ პირველი ტაიმის 21-ე წუთზე გატანილ გოლს ვერ უპასუხა. ტურინელთა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ თქვა, რომ მისმა ფეხბურთელებმა რონალდუს წასვლაზე ფიქრს თავი უნდა დაანებონ და ყურადღება მოიკრიბონ, რათა...
ქართველი ვიერი დინამოში
არიან ფეხბურთელები, რომლებსაც უბრალოდ არ უმართლებთ. თავის თაობაში ლევან მჭედლიძე ერთ-ერთი უიღბლოთაგანია. ის 29 წლის ასაკში თბილისის „დინამოში“ გააგრძელებს თამაშს. ჩვენი ყველაზე ტიტულოვანი გუნდის გაძლიერება აბა, როგორ არ გვიხარია, მაგრამ გახსოვთ, როგორ იწყებოდა ლევანის კარიერა? გორის „დილაში ჩატარებული სულ ორი მატჩი ჰქონდა ზურგსუკან და… იტალიური „ემპოლი“! გახსოვთ, ვის გაუტანა პირველი იტალიური გოლი? ტურინის „იუვენტუსს“! თითქოს...









