ჭდე: ელიგა

Home ელიგა
უეფამ რუსეთი გააჩუმა
ჩანაწერი

უეფამ რუსეთი გააჩუმა

ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს გვერდი ვერც ფეხბურთმა აუარა. ელიგის ფეხბურთელებმა თუ მწვრთნელებმა რუსეთის ოკუპაცია სხვადსხვა ფორმით გააპროტესტეს. ცხადია, ამ ამბავს ჩვენს მეზობელ ქვეყანაში მწვავე რეაქცია მოჰყვა. რუსმა პოლიტიკოსებმა და საფეხბურთო ფუნქციონერებმა უეფასგან ქართული კლუბების დასჯა და ევროტურნირებიდან მოკვეთა მოითხოვეს. რუსეთის საფეხბურთო კავშირის საპატიო პრეზიდენტმა ვიაჩესლავ კოლოსკოვმა ისიც კი თქვა, ეს ფეხბურთელები ჩვენს ლიგაში ვეღარ ითამაშებენო....

ნახევარი საბურთალომ მოიგო
ჩანაწერი

ნახევარი საბურთალომ მოიგო

მეორე წრეც დასრულდა ისევე, როგორც პირველ შემთხვევაში, „საბურთალომ“ ამჯერადაც პირველ ადგილზე დაამთავრა წრე. საბურთალოელებმა „სიონს“ 2:1 მოუგეს. ბათუმის „დინამომ“ კი 88-ე წუთზე გაუშვა ერთადერთი გოლი ლოკომოტიველი ირაკლი სიხარულიძისგან. ამისდაკვალად, ორტურიანი ლიდერობა თბილისელებს გადაულოცა. ბათუმელებმა მიჯრით ოთხი მოგების შემდეგ წააგეს. სხვათა შორის, „ლოკომოტივი,“ რომელმაც ძალიან ცუდად დაიწყო სეზონი (ზედიზედ 5 წაგება სტარტზე), ბოლო დროს მოყოჩაღდა, ექვსმატჩიანი...

ჩანაწერი

რა მოხდა ბათუმში?

გაცოცხლებული რუსთავი ყველაფერი პარასკევს დაიწყო. ცხრილის სათავეში მდგომმა „საბურთალომ“ ბოლოში მყოფ „რუსთავთან“ 1:3 წააგო. ეს თბილისელთა მეორე მარცხი გახლდათ ბოლო ოთხ შეხვედრაში. გაცოცხლებულმა რუსთაველებმა კი ზედიზედ მეორე მატჩი მოიგეს, ქულებით „ლოკომოტივს“ გაუსწორდნენ და უიმედო აუტსაიდერობიდან, ბრძოლაში დაბრუნდნენ. მათი წარმატების საიდუმლოც ცნობილია – ვარლამ კილასონია და… როსტოველი ახალწვეული ფარხად გისტაროვი. მან მიჯრით მეორე მატჩში გაიტანა და...