ჭდე: ევრო 2020

Home ევრო 2020
უემბლი თამაშგარეში რჩება
ჩანაწერი

უემბლი თამაშგარეში რჩება

დიდი შანსია, უეფამ ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩი ლონდონიდან ბუდაპეშტში გადაიტანოს. საქმე იმაშია, რომ ბრიტანეთის ხელისუფლება არ აპირებს გამონაკლისი დაუშვას ფინალის 2500 ვიპ-სტუმრისთვის. ეს ფიფას და უეფას ჩინოსნები და სპონსორები არიან. მოქმედი რეგულაციებით, ბრიტანეთში შემსვლელებმა 10-დღიანი კარანტინი უნდა გაიარონ. თანაც, „უემბლიზე“ მხოლოდ ტევადობის ნახევარს (45000 მაყურებელი) დაუშვებენ. სამაგიეროდ, მომდევნო კვირიდან უნგრეთი შენგენის ზონის მოსახლეობისთვის ყველა შეზღუდვას...

სად ეს და სად იუნაიტედის პოგბა
ჩანაწერი

სად ეს და სად იუნაიტედის პოგბა

მსოფლიოს ჩემპიონმა საფრანგეთის ნაკრებმა ევრო 2020 მნიშვნელოვანი გამარჯვებით დაიწყო — გერმანიას მოუგო 1:0, თან მიუნხენში. შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად 28 წლის პოლ პოგბა დაასახელეს. „მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველმა ნაკრებში უმაღლესი დონის ფეხბურთი აჩვენა, რაც არავის გაკვირვებია. სხვა საქმეა, რომ „ოლდ ტრეფორდზე” ფრანგი ვარსკვლავის შემყურე ფანებს კითხვა უჩნდებათ: რატომ თამაშობს ის ეროვნულ გუნდში ბრწყინვალედ, კლუბში კი ხშირად ვერ...

პედრიმ ისტორია დაწერა
ჩანაწერი

პედრიმ ისტორია დაწერა

პედრი მხოლოდ 18 წლის არის, მაგრამ უკვე თავბრუდამხვევი კარიერა აქვს. კანარის კუნძულებიდან წამოსულ ყმაწვილკაცს ჯერ „ბარსელონას” შემადგენლობაში ჰქონდა შესანიშნავი სეზონი, შემდეგ კი გუშინდელი დღეც გაუთენდა — გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც ესპანეთის ნაკრების ისტორიაში მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატზე უთამაშია. ზემოთ ვთქვით, რომ პედრი არის 18 წლის, უფრო ზუსტად კი ის გუშინ, ესპანეთისა და შვედეთის ნაკრებთა...

უბანში გატანილი გოლი
ჩანაწერი

უბანში გატანილი გოლი

რაჰიმ სტერლინგმა ინგლისელების საყვარელ გამოთქმას „ის შინ ბრუბდება” მეტისმეტად პირდაპირი მნიშვნელობა შესძინა. ფეხბურთი შინ ბრუნდებაო (football’s coming home), მღერიან, ამბობენ და წერენ ინგლისელები ყოველთვის, როდესაც მსხვილი ტურნირი მათ ქვეყანაში ტარდება — 1996 წელს, ეს მთელი ევროპის ჩემპიონატი იყო, ახლა, დიდ ტერიტორიაზე გაფანტული პირველობის მატჩებია. „მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელმა კი გუშინ, ხორვატიის ნაკრების კარში გაიტანა გოლი, რომელმაც...

რუსი ჟურნალისტები აზერბაიჯანში არ შეუშვეს
ჩანაწერი

რუსი ჟურნალისტები აზერბაიჯანში არ შეუშვეს

ევრო 2020-ის ჯგუფური ეტაპის მატჩები ბაქოშიც იმართება, სადაც რუსი კომენტატორი მიხაილ მოსაკოვსკი არ შეუშვეს და აეროპორტიდანვე მოსკოვში გააბრუნეს. როგორც ირკვევა, მიზეზი რუსი ჟურნალისტის ყარაბახში ვიზიტია. თავად მოსაკოვსკი ამბობს, მესაზღვრეებთან პრეტენზია არ მაქვსო. „ყარაბახში მართლაც ვიყავი, რამდენი წლის წინ, საფეხბურთო ტურნირზე. თუ ამის გამო არ შემიშვეს, მესაზღვრეებთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ კითხვები მაქვს საორგანიზაციო კომიტეტთან....

ბავშვები საკონდიტროსკენ მირბოდნენ
ჩანაწერი

ბავშვები საკონდიტროსკენ მირბოდნენ

რობერტო მანჩინი ამბობდა, ევრო 2020-ზე ჩემი გუნდი ერთ-ერთი უძლიერესთაგანი იქნებაო და პირველივე შეხვედრაში დამტკიცდა, რომ სიტყვის კაცი ყოფილა. „სკუადრა აძურამ” თურქეთის მობილიზებულ გუნდს 3:0 მოუგო. პირველი გოლი უიღბლო მერიჰ დემირალმა თავის კარში შეაგდო (ბედის ირონიაა, რომ დემირალი „იუვენტუსის” ფეხბურთელია), მეორე ჩირო იმობილემ მკვლელი დარტყმით გაიტანა, ხოლო მესამე ლორენცო ინსინიემ დაამატა. პირველი მატჩის ნახვის შემდეგ დაბეჯითებით...

ჩვენი რუკა ჩვენ ფორმაზე!
ჩანაწერი

ჩვენი რუკა ჩვენ ფორმაზე!

უკრაინის ნაკრების ფორმის გამო ატეხილი ხმაური გეხსომებათ, სულ რამდენიმე დღის ამბავია. ევროპის ჩემპიონატზე მიმავალმა უკრაინამ სათამაშო ფორმას ქვეყნის რუკა დაახატა – უფრო სწორად, ქვეყნის კონტური, მოხაზულობა და ცხადია, ამ კონტურს შიგნით ყირიმიც მოაქცია და აღმოსავლეთის თვითმარქვია ვითომ რესპუბლიკებიც. კაცმა რომ თქვას, ეს რუკაც სწორედ იმიტომ დაიხატეს გულზე, რომ მიწები აქვთ წართმეული და ამას აღნიშნავენ. აქ...

დღეს უვარსკვლავო იტალია იწყებს
ჩანაწერი

დღეს უვარსკვლავო იტალია იწყებს

როგორ იტალიის ნაკრებს ვიხილავთ ევროპის ჩემპიონატზე? შეჯიბრების ფავორიტად ერთხმად საფრანგეთის ნაკრებია აღიარებული, მაგრამ არის ჯგუფი გუნდებისა, რომელსაც შესაძლოა ასე სულაც არ მიაჩნია და გულის სიღრმეში მოსწონს კიდეც ფსიქოლოგიური ტვირთი სხვას რომ აწევს. ერთ-ერთი მათგანია „სკუადრა აძურა”. გერმანული „შპორტ ბილდი” წერს, რომ იტალია ლამაზ ფეხბურთს ნამდვილად ვერ თამაშობს, მაგრამ მარგი ქმედების კოეფიციენტი შემაძრწუნებლად მაღალი აქვს. ფაქტი:...

მანჩესტერ იუნაიტედს სანჩო გადაუბირებია
ჩანაწერი

მანჩესტერ იუნაიტედს სანჩო გადაუბირებია

„სანი” ექსკლუზიურად აცხადებს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი” ევრო 2020-ის დამთავრების შემდეგ ჯეიდონ სანჩოს იყიდის. „იუნაიტედი” „დორტმუნდთან” მოლაპარაკებათა აქტიურ ფაზაში ყოფილა. მხარეები თურმე უკვე თავად სანჩოს პირობებს ათანხმებენ. ინგლისის ნაკრების გარემარბი „ოლდ ტრეფორდზე”, ხუთი წლის განმავლობაში, კვირაში 350 000 გირვანქას მიიღებსო. გერმანული კლუბი ამბობს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა” მას თავიდან 61 მილიონი გირვანქა შესთავაზა, მაგრამ იძულებული გახდა თანხა...

ცხოვრებაში ლუდი არ დაულევია
ჩანაწერი

ცხოვრებაში ლუდი არ დაულევია

დეკლან რაისი პირობას დებს, რომ თუ ინგლისის ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდება, ცხოვრებაში პირველად დალევს ლუდს. კვირას ინგლისელები ხორვატიას ხვდებიან, „ვესტ ჰემის” ნახევარმცველმა კი თავისი ნათქვამით ყველაფერი დაჩრდილა. რაისმა თქვა: „იცით, რას გეტყვით? 22 წლის ვარ და ლუდი არ გამისინჯავს. ვფიცავ, სრული სიმართლეა. ხალხს უკვირს ამას რომ ვამბობ, მაგრამ ლუდის სუნი ისე მაღიზიანებს, რომ ახლოსაც არ...