ევროპის ხელბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, 2020 წლის 3-5 ივლისს ბათუმი ქვიშის ხელბურთში ქალთა და კაცთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. აჭარის დედაქალაქისთვის საერთაშორისო შეჯიბრების მასპინძლობა უცხო ხილი არ არის. 2012 წელს აქ გაიმართა ქვიშის ხელბურთელ გოგონათა და ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატები. საინტერესოა, რომ თავად სახეობა, ქვიშის ხელბურთი, სწრაფად ვითარდება. 2020 წელს გადაწყდება შეიტანენ თუ არა მას 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური...
