მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ველორბოლა „ტურ დე ფრანსი“ ისტორიას 1903 წლიდან ითვლის. წლეულს კორონავირუსის პანდემიამ მის ჩატარებას დიდი კითხვის ნიშანი დაუსვა, თუმც ორგანიზატორებს ველორბოლის გადადების ან უმაყურებლოდ გამართვის გაგონებაც არ უნდათ. ფრანგული გამოცემა Le Point იტყობინება, რომ ტურნირის გენდირექტორი კრისტიან პრიუდომი მოლაპარაკებას აწარმოებს სამხრეთ კორეის ხელისუფლებასთან შეჯიბრების ამ ქვეყანაში გამართვის თაობაზე. ფრანგული მხარის უმთავრესი მოთხოვნა ველორბოლის...
