„როლან გაროსის“ ძირითად ბადეში პირველად გასული ეკატერინე გორგოძე პირველ წრეში დანიელ კლარა ტაუსონს გაეჯიბრება. 29 წლის გორგოძე WTA-ს რეიტინგში 222-ე ადგილზე იმყოფება, ხოლო 18 წლის სკანდინავიელი მეტოქე – 90-ზე. გორგოძე და ტაუსონი ერთმანეთს გასულ წელს შეხვედრიან და დანიელმა 7:6; 6:3 მოიგო. თუ ქართველი ჩოგბურთელი საფრანგეთის ღია პირველობის მე-2 წრეში გავა, მე-15 ნომრად განთესილ ბელარუს ვიკტორია...
