როგორ მინდოდა, საქართველოს ნაკრებს საბერძნეთისასთან მოეგო. ჩემთვის არა – ჯაბა კანკავასთვის. დიდებული საჩუქარი იქნებოდა. ჩვენმა კაპიტანმა ნაკრებში მეასედ ითამაშა. კიდევ ერთი მატჩიც და ამ მხრივ საქართველოს ყველა დროის რეკორდსმენი გახდება. ძალიან ბევრი და რთული გზებით იარა აქამდე. პირველად სერიოზულად მაშინ დაიქუხა, როცა 18 წლისამ ჩეხური „სლავიას“ კარში დააქუხა და თბილისის „დინამო“ უეფას თასის მესამე საკვალიფიკაციო...
