ჭდე: დინამო

Home დინამო
ლოკომოტივი მწვრთნელებს იცვლის
ჩანაწერი

ლოკომოტივი მწვრთნელებს იცვლის

ეროვნული ლიგის დაწყებიდან სულ რაღაც 4 ტურია გასული და თბილისის „ლოკომოტივმა“ უკვე ორი მწვრთნელი გამოიცვალა. კლუბის ხელმძღვანელობასთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, „ლოკომოტივი“ ამჯერად სოსო ფრუიძემ დატოვა. შეგახსენებთ, გამოცდილი სპეციალისტი თბილისელთა მთავარ მწვრთნელად 30 მარტს დაინიშნა, მან ამ პოსტზე ლევან კორღალიძე შეცვალა. კორღალიძის თავკაცობით გაწვრთნილ „ლოკოს“ ორიდან ორი მოგება ჰქონდა, ხოლო ფრუიძის ხელმძღვანელობით გუნდმა ერთი  წააგო, ერთიც ფრედ...

სხვა დინამო
ჩანაწერი

სხვა დინამო

109 დღიანი პაუზის შემდეგ, რომელიც კორონავირუსის პანდემიის მიზეზით იყო გამოწვეული, ეროვნული ლიგა განახლდა. მიუხედავად იმისა, რომ ტურის ხუთი მატჩიდან, ოთხი ფრედ დამთავრდა, უინტერესო შეხვედრები ნამდვილად არ ყოფილა. პირველი სათამაშო დღე სამწუხარო ამბავს დაემთხვა – „საბურთალოს“ 19 წლის ფეხბურთელის, ტრაგიკულად დაღუპული გიორგი შაქარაშვილის დაკრძალვას. ამიტომ „საბურთალო“ – „დინამოს“ მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყო. ფეხბურთელები კი შავი სამკლავურებით...

109 დღე
ჩანაწერი

109 დღე

კორონავირუსის მიზეზით შეწყვეტილი ეროვნული ლიგის გათამაშება, 109 დღიანი პაუზის შემდეგ განახლდა. პირველი სათამაშო დღე ძალიან ცუდ ამბავს დაემთხვა – „საბურთალოს“ ჭაბუკი ფეხბურთელის, ტრაგიკულად დაღუპული გიორგი შაქარაშვილის დაკრძალვას. ამიტომ ორივე მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყო. ფეხბურთელები კი შავი სამკლავურებით ირჯებოდნენ მინდორზე. პირველმა მატჩმა დაადასტურა, რომ ეს პაუზა თბილისის დინამოელთათვის გაცილებით ნაყოფიერი გამოდგა, ვიდრე საბურთალოელთათვის. ჩემპიონმა ყველა კომპონენტში...

დინამო ჩემპიონთა ლიგაში
ჩანაწერი

დინამო ჩემპიონთა ლიგაში

თბილისის „დინამო“ და საერთოდ ქართული წყალბურთის გუნდი წელს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში, ჩემპიონთა ლიგაში პირველად ჩაერთო. რევაზ ჩომახიძის გუნდს ეს პატივი „უაილდ ქარდის“ საშუალებით ერგო. „დინამომ“ მძიმედ დაიწყო და ზედიზედ 9 მატჩი წააგო, შემდეგ ისტორიული გამარჯვებაც იზეიმა – 3 მარტს თბილისის საცურაო აუზ „ოლიმპიკში“ გამართულ შეხვედრაში, რომელიც მსოფლიო პანდემიის გამო მაყურებლების გარეშე ჩატარდა, დინამოელებმა ფრანგულ...

ანანიძე ბარსას კადრია
ჩანაწერი

ანანიძე ბარსას კადრია

მოსკოვის „სპარტაკის“ ყოფილმა ფეხბურთელმა არას ოზბილისმა ჯანო ანანიძის შესახებ ძალიან ხმამაღალი განცხადება გააკეთა. მისი აზრით, ჩვენებური თავისუფლად ითამაშებდა „ბარსელონაში“. „ისეთ ხარისხიან ფეხბურთელს, როგორიც ანანიძეა, საკუთარი თავის ბოლომდე რეალიზებისთვის სჭირდება გარკვეული პირობები და ფაქტორები. ჯანო რომ „ბარსელონაში“ ჩაგეგდო, ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდებოდა. ამასთან, „ბარსა“ სათამაშო სტილითა და ფილოსოფიით ზუსტად ერგება ჯანოს მსგავს ნახევარმცველებს. მისი ტექნიკის...

დინამომ კურიეს სახლი უყიდა
ჩანაწერი

დინამომ კურიეს სახლი უყიდა

2016 წელს თბილისის „დინამომ“ გულშემატკივარს ბულგარული „ჩერნო მორედან“ მარტინიკელი ფეხბურთელის, მატიას კურიეს გადაბირება ახარა. ქართული საკლუბო ფეხბურთის უნიათო მენეჯმენტი ამ შემთხვევაშიც გამართლდა – კურიემ სულ ორი თვე დაჰყო საქართველოში და „დინამოს“ შემადგენლობაში სულ 2 მატჩი ჩაატარა. ალბათ არც გაგვახსენდებოდა კურიე, შემთხვევით მისი ინტერვიუ რომ არ გვენახა, სადაც ამბობს, რომ „დინამოში“ გადასვლით უზომოდ კმაყოფილი დარჩა. რატომ?...

ლევან მოსეშვილიც წავიდა…
ჩანაწერი

ლევან მოსეშვილიც წავიდა…

კიდევ ერთი სამწუხარო ამბავი. გარდაიცვალა ლევან მოსეშვილი. კაცი, რომელიც ცხოვრობდა კალათბურთით, რომელსაც უყვარდა კალათბურთი, რომელიც თავად იყო კალათბურთი. რთულია, დამოუკიდებელი ქართული კალათბურთის ბატონი ლევანის გარეშე წარმოდგენა. თბილისის „დინამოში“ ამ დიდმა კაცმა შექმნა ეპოქები. ჯერ, როგორც კალათბურთელმა და შემდეგ, როგორც – მწვრთნელმა. ჩვენ ვამაყობთ იმ თამაშით, რომელშიც ამ ადამიანმა და დანარჩენმა დინამოელებმა 1962 წელს ევროპის ჩემპიონთა თასის...

დინამოს ისტორიული მოგება
ჩანაწერი

დინამოს ისტორიული მოგება

წყალბურთში ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფში თბილისის „დინამომ“ „მარსელს“ უმასპინძლა და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. რევაზ ჩომახიძის შეგრიდებმა მეტოქე 15:12 დაამარცხეს. მატჩი თბილისში, ოლიმპიკის საწყლოოსნო კომპლექსში კორონა ვირუსის გავრცელების საშიშროების გამო, ქომაგთა გარეშე ჩატარდა. თითქმის მთელი მატჩი ჩვენების უპირატესობით მიმდინარეობდა. „დინამო“ შესანიშნავად თამაშობდა. განსაკუთრებით ეს პირველ და მეორე მეოთხედზე ითქმის. „დინამომ“ მხოლოდ ბოლო მეოთხედი დათმო, ამ პერიოდში...

სუპერ საბურთალო
ჩანაწერი

სუპერ საბურთალო

საქართველოს ჩემპიონის შარშანდელ ტიტულსა და თასს „საბურთალომ“ წლეულს სუპერთასიც დაუმატა და სრული კომპლექტი შეკრა – გუნდმა, საიდანაც რამდენიმე დღის წინ მთლად კარგი ამბები არ ისმოდა, რასაც ახალდანიშნული მწვრთნელის დათხოვნა მოჰყვა, ქვეყნის ჩემპიონ თბილისის „დინამოს“ ვაკეში, მიხელ მესხის სათადარიგო მოედანზე, სუპერთასის მატჩში უსიტყვოდ და მართალია მინიმალური ანგარიშით, მაგრამ სრულიად დამსახურებულად აჯობა. მატჩის ერთადერთი გოლი პირველ ტაიმში...

ღამის ზარების ამბავი
ჩანაწერი

ღამის ზარების ამბავი

იცით, რაშია საქმე? ქართული ფეხბურთის ქომაგთა მრავალათასიანი არმია დაიღალა. მას აღარ აინტერესებს ლაპარაკი სავარძლების, გავლენის სფეროების, ფეხბურთელების ლათობა-არლოთობის შესახებ. მას ფეხბურთი აინტერესებს. ამას რატომ ვამბობ? საქართველოს ნაკრებმა მალტის ტურნირი მოიგო. ეს სანაკრებო ისტორიაში პირველი მოგებული ტურნირია. მიუხედავად ამისა, ეს არ არის ისტორიული მოვლენა. ეს ჩვეულებრივი სამუშაო ამბავია. ნაკრების ახალმა უფროსობამ ზედიზედ სამი გამარჯვებით დაიწყო, რაც...