ატლეტიკომ და დიეგო კოშტამ შეთანხმებას მიაღწიეს და კონტრაქტი ნაადრევად გაწყვიტეს. ხელშეკრულებას ვადა 2021 წლის 30 ივნისს გასდიოდა, მაგრამ ფეხბურთელმა პირადი პრობლემები მოიმიზეზა და გაცლა არჩია. ბრაზილიელ-ესპანელი ფორვარდი ატლეტიკოში პირველად 2010-14 წლებში თამაშობდა. შემდეგ სამი სეზონი ჩელსიში გაატარა. 2018-ში ისევ დაბრუნდა. ჯამში მადრიდულ კლუბში 215 ოფიციალური მატჩი გამართა, 83 ბურთი გაიტანა და 36 საგოლე პასით გამოირჩა....
ჭდე: დიეგო კოშტა
ზოგს დიეგო კოშტა ეზიზღება
მადრიდის „ატლეტიკომ” ბილბაოს „ატლეტიკს” 2:0 მოუგო და „ბარსელონასთან” შვიდქულიანი სხვაობა შეინარჩუნა. მადრიდელთაგან პირველი გოლი კევინ გამეირომ გაიტანა, მეორე კი დიეგო კოშტამ, რომელმაც მატჩის მერე თქვა, რომ ზოგი მსაჯი მას ვერ იტანს. კოშტა დარწმუნებულია, რომ ჯერ კიდევ 0:0-ის დროს ბილბაოელმა უნაი ნუნიესმა მის წინააღმდეგ საჯარიმოში თამაშის წესი დაარღვია და არბიტრ ხოსე ლუის გონსალეს გონსალესს პენალტის დანიშვნა...
ჩასცხო, გაიტანა, ავარდა…
ეს დიეგო კოშტა არ არის ნორმალური. მადრიდის „ატლეტიკოში” დაბრუნებულმა, ლა ლიგის პირველივე თამაშში გოლიც გაიტანა და მოედნიდანაც გააგდეს. სხვა სიტყვებით, ძალიან ძლიერი თავდამსხმელია, მაგრამ აფრენს. თუმცა, ახალი, ცხადია, არაფერი გვითქვამს. 29 წლის გაესპანელებულ ბრაზილიელს „ხეტაფესთან“ შეხვედრაში, რომელიც „ატლეტიკომ” 2:0 მოიგო, გიჟური შვიდწუთიანი მონაკვეთი ჰქონდა: 62-ე წუთზე მან მეტოქეს იდაყვი მისცხო, რისთვისაც პირველი ყვითელი ბარათი მიიღო, 68-ე...

