„დერბი ქაუნთის“ მთავარი მწვრთნელი, უეინ რუნი, თურმე „მანჩესტერ იუნაიტედის“ ან „ევერტონის“ თავკაცობაზე ოცნებობს. „ახლა მთლიანად „დერბიზე“ ვარ გადართული. როგორმე ჩემპიონშიფში ადგილი უნდა შევანარჩუნებინო. ისე კი, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ან „ევერტონის“ გაწვრთნაზე ვოცნებობ. ეს კლუბები მშობლიურია ჩემთვის. თუ ოდესმე ასე მოხდა, დიდ სამწვრთნელო მიღწევად ჩავითვლი. შეგახსენებთ, რომ რუნიმ საფეხბურთი კარიერა სწორედ „ევერტონში“ დაიწყო და იქიდან გადავიდა „მანჩესტერ...
ჭდე: დერბი
რუნი ამად ღირს?
თუ რომელიმე მანჩესტერელ ფანს უეინ რუნისთან შეხვედრა და ავტოგრაფიანი მაისურის პირადად მისთვის გამორთმევა სურს, 450 გირვანქა უნდა გაამზადოს. რაა დასამალი, ბევრს ეს ფასი ეძვირა. სოციალურ ქსელებში გაჩნდა პროტესტი. ზოგმა დაწერა უსინდისობააო, ზოგმა რუნის ნახვა ამ ფულად არ ღირსო, ზოგმაც ფლანგვაა და მეტი არაფერიო. ღონისძიება, რომელსაც ორგანიზაცია Legends 7 აწყობს, ავტოგრაფიანი მაისურების დარიგების და სადილის გარდა...
რუნიმ განაჩენი გამოიტანა
„დერბი ქაუნთის“ მთავარი მწვრთნელი უეინ რუნი ინგლისურ და ზოგადად ფეხბურთში იმხელა წონის ფიგურაა, მის ყველა სიტყვას სერიოზული მნიშვნელობა აქვს. ამჯერად რუნიმ VAR სისტემის ავკარგიანობაზე ისაუბრა და როგორც ყოველთვის, მაქსიმალურად გულახდილი იყო. „მსუბუქად რომ ვთქვათ, ამ სისტემის მიერ გამოტანილი ზოგი გადაწყვეტილება არადამაჯერებელია. ვერ ხვდები, როგორ მივიდნენ მსაჯები ამა თუ იმ გადამწყვეტილებამდე. ვფიქრობ, VAR-ის გარეშე ფეხბურთი უკეთესი...
რუნის ოფიციალური დერბი
„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და ინგლისის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა, უეინ რუნიმ, მოთამაშის კარიერა დაასრულა და „დერბი ქაუნთის“ მთავარი მწვრთნელი გახდა. „შრეკი“ ჯერ „ვერძების“ მოთამაშე-მწვრთნელი იყო, შარშან, ნოემბრიდან კი, მთავარი მწვრთნელის პოსტზე ნიდერლანდელი ფილიპ კოკუ შეცვალა. ოღონდ მინიშნებით – დროებითი. დღეს მან კლუბთან 2,5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
რუნი მთავარია
უეინ რუნი „დერბის“ მთავარი მწვრთნელის მოვალეობას შეასრულებს. „მანჩესტერის“ და ინგლისის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი აქამდეც მოთამაშე-მწვრთნელი იყო, მაგრამ შაბათს პოსტიდან ფილიპ კოკუს გაშვების შემდეგ დამოუკიდებლად მოუწევს გუნდის გაძღოლა. მის სამწვრთნელო შტაბში ლიამ როზენიორი, შეი გივენი და ჯასტინ უოლკერი შედიან. მუდმივი მთავარი მწვრთნელი ნოემბრის ბოლოს დაინიშნება, როცა შეიხი ხალიდი კლუბის შეძენის პროცედურას დაასრულებს. მანამ კი რუნი...
ისეთივე მწვრთნელი, როგორი ფეხბურთელიც ვიყავი
ფრენკ ლემპარდის აზრით ბოლო 20 წელიწადში ფეხბურთის მწვრთნელის, ინგლისურად კი მენეჯერის საქმიანობა ძალიან გართულდა. „ჩელსის” თავკაცს ფეხბურთელობის წლებში ბევრი თავკაცი გამოუცვლია და ამბობს, რომ მათგან უამრავი რამ ისწავლა. იმ მენეჯერთაგან, ვისთანაც თანამშრომლობა მოსწევია, ლემპარდს მჭიდრო, კარგი ურთიერთობა ჰქონდა ჟოზე მოურინიუსთან, ანდრე ვილაშ-ბოაშთან კი ვერ გამონახა საერთო ენა. თუმცა, წიგნში რომელსაც ჰქვია „ბოსი — ჩელსის მენეჯერები...
რუნი ქინქლაძის ნაკვალევზე
ინგლისურ ფეხბურთთან წლინახევრიანი განშორების შემდეგ უეინ რუნი კუნძულზე დაბრუნდა და პირველივე შეხვედრაში „დერბი ქაუნთის“ კაპიტნის სამკლავურით შეუძღვა მოედანზე. მისმა გუნდმა „ბარნსლი“ 2:1 დაამარცხა, ახალგამომცხვარმა კაპიტანმა კი საგოლე პასი მიითვალა. უეინმა ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე ითამაშა, სამი ართმევა გაახერხა და რამდენჯერმე მსაჯსაც ეკამათა. მოკლედ, ისევ ის რუნია. მან 32 ნომერი აირჩია, რაც თავიდან საბუკმეკერო კანტორა 32 RED-ის...
კოკუმ ლამპარდი შეცვალა
ფრენკ ლამპარდმა ორი დღის წინ მშობლიური „ჩელსი“ ჩაიბარა, „დერბი“ კი თავკაცის გარეშე დარჩა. არადა, ლამპარდს წარმატებული სეზონი ჰქონდა… გუნდი ფლეი ოფში გაიყვანა და მხოლოდ პრემიერლიგაში გადასასვლელი ფინალი წააგო „ასტონ ვილასთან“. მის ნაცვლად ჰოლანდიელი ფილიპ კოკუ დანიშნეს. ჰოლანდიელის თქმით, ერთი სული აქვს, როდის გაიცნობს გუნდს და ფანებს. კოკუ შარშანდელი ოქტომბრიდან უქმობდა, როცა თურქული „ფენერბახჩედან“ გაუშვეს.
ჩელსიმ სარის კარი გაუღო
როგორც იქნა, დამთავრდა მაურიციო სარის ლონდონ-ტურინული საგა. თითქმის ყოველდღე ვრცელდებოდა ამბები იტალიელის სამშობლოში დაბრუნების თაობაზე. ახლა კი გაცხადდა, რომ „იუვენტუსი“ „ჩელსის“ საკომპენსაციო 7 მილიონ გირვანქას გადაუხდის და საქმეც ამით დამთავრდება. ტურინულ კლუბს ამგვარები არ სჩვევია, თუმცა Daily Mail-ის ცნობით, ხუთშაბათ საღამოს, „ჩელსის“ დირექტორი მარინა გრანოვსკაია, იუვენტუსელ კოლეგა ფაბიოი პარატიჩის შეხვედრია და გაჯანჯლებული მოლაპარაკებებისთვისაც წერტილი დაუსვიათ....
ამდენ ჭამას, ამდენ სმას, ვახ, როგორ გაუძელი
ჩემპიონშიფიდან პრემიერლიგაში გადასასვლელად 3-6 ადგილზე გასული გუნდების ფლეი-ოფის ფინალში „ასტონ ვილა” და „დერბი” გავიდნენ. ისინი „უემბლიზე” 27 მაისს შეხვდებიან ერთმანეთს. ფინალში გასასვლელად „დერბის” „ლიდსთან” გადახდა დრამატული დაპირისპირება. პირველი შეხვედრა დერბიში „ლიდსის” გამარჯვებით დასრულდა — 1:0, საპასუხო თამაში კი უკვე „დერბიმ” მოიგო — 4:2. შეხვედრა დრამატული გამოდგა, ვინაიდან ანგარიში „ლიდსმა” გახსნა, მაგრამ სტუმრებმა სამი გოლით უპასუხეს....








