„დეილი მეილი” წერს, რომ ბრიტანეთის პრემიერის ბორის ჯონსონის ოფისმა რედაქცია „ნიუკასლ იუნაიტედის” საეჭვო გაყიდვასთან დაკავშირებულ საბუთებთან არ მიუშვა. შარშან, პრემიერლიგის კლუბი საუდის არაბეთის სახალხო საინვესტიციო ფონდმა 305 მილიონ გირვანქად შეიძინა. პრემიერ მინისტრის ოფისმა აღიარა, რომ „ნიუკასლის” გაყიდვასთან დაკავშირებით საუდის არაბეთის საკითხებში თავის საგანგებო მრჩეველთან, კენ კოსტასთან ჰქონდა კონსულტაციები, მაგრამ მასთან მიმოწერის გასაჯაროებაზე უარი განაცხადა. „დეილი [...]
