დასტინ პორიე მაქსიმუმს ეცადა გამოეყენებინა ის მცირე შანსები, რაც მას გააჩნდა, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ იყო. აბუ დაბიში გამართული ბრძოლა მოლოდისამებრ ჰაბიბ ნურმაგომედოვის გამარჯვებით დასრულდა. ამერიკელი პერიოდულად ინიციატივას ეუფლებოდა და შეტევაზეც გადადიოდა, მესამე რაუნდში სულაც ჰაბიბის „გილიოტინაზე“ დაჭერა სურდა, მაგრამ დაღესტნელს არსენალში ბევრი ისეთი იარაღი აქვს, რაც მეტოქეებისგან გამოარჩევს და პორიესთანაც საბოლოოდ მარაგით იმარჯვა....
