„ლივერპულის” თავკაცი იურგენ კლოპი VAR-ზე გაბრაზდა — გოლი, რომლითაც „ლესტერმა” ანგარიში გაათანაბრა, არ უნდა ჩათვლილიყოო. შეგახსენებთ, რომ გუშინ, „ლესტერ სიტისა” და „ლივერპულის” შეხვედრაში მო სალაჰმა შესანიშნავი გოლით გახსნა ანგარიში, მაგრამ მასპინძლებმა მალევე იყოჩაღეს და 78-დან 85-ემდე შვიდწუთიან მონაკვეთში სამი გოლი შეაგდეს. „მელიებს” ამ პერიოდში კიდევ ჰქონდათ საგოლე მომენტი. მაგრამ, დავუბრუნდეთ თამაშგარე მდგომარეობას. 78-ე წუთისთვის მერსისაიდელთა...
