დავით ნინიაშვილს ვეღარ აჩერებენ. ქართული რაგბის იმედმა ბოლო დროს ისეთი ფორმა აკრიფა, ლელო ლელოზე გააქვს, თან ლელოცაა და ლელოც! ჯერ იყო და, ჩელენჯ თასის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში სამხრეთაფრიკული „ჩიტასი“ ისე დაალელოვა, რომ სტუმრები შოკიდან ვეღარ გამოვიდნენ. „ლიონმა“ ის თამაში საოცარი ანგარიშით – 68:21 მოიგო, ხოლო ფულბექად მოთამაშე ნინიაშვილმა მე-9 წუთზე თავისი 22-დან ბურთი წაიღო,...
ჭდე: დავით ნინიაშვილი
ლელოთა ლელო ნინიაშვილისგან
გასული სარაგბო უქმეების მიმოხილვა ტურისა და ალბათ დაწყებული წლის ყველაზე მაგარი ლელოს აღწერით უნდა დავიწყოთ. ფრანგული „ლიონი“ ჩელენჯ თასის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში სამხრეთაფრიკულ „ჩიტასს“ მასპინძლობდა და ამ მატჩის მე-9 წუთზე, როცა სტუმართა უკანახაზელმა ლიონური შეტევის უკუსაგდებად თითქოს მშვენიერი დარტყმით ბურთი საკუთარი 22-დან მეტოქისაში გაუშვა. აფრიკელებმა ამასობაში წინ წაწევა დაიწყეს, ბურთი დავით ნინიაშვილმა დაიჭირა, ცარიელ...
შვანგირაძის პირველი…
ფრანგულ რაგბში შიდა კალენდარი იმდენად შემჭიდროვდა, რომ ტოპ 14-ში ტრადიციული საშობაო თუ საახალწლო შესვენება არ გამოცხადებულა და 2025 წლის პირველივე უქმეებზე რეგულარული ჩემპიონატის მეორე წრე დაიწყო. ჩვენთვის ყველაზე ღირსშესანიშნავი ამბავი ლიონში დაფიქსირდა, სადაც ადგილობრივმა კლუბმა „პერპინიანს“ უმასპინძლა, დაძაბულ ბრძოლაში 17:12 დაამარცხა და გასავარდნი პლეი-ოფის ტოლფას ბოლოსწინა, მე-13 ადგილს თავი დააღწია… „ლიონი“ 0:3 მარცხდებოდა, ვიდრე 23-ე...
მსოფლიო რაგბის ქართველი
საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული „ლიონის“ უკანახაზელი დავით ნინიაშვილი 2024 წლის მსოფლიოს რაბგის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა. „ჩვენს საუკეთესოთა კრებულში ბოკედან ბევრი მოხვდა, ამასთან ერთად ორიოდე შოტლანდილი და, თქვენ წარმოიდგინეთ, ერთი ქართველიც გამოვარჩიეთ“ – წერს Daily Mail. თავად ნინიაშვილის კი, გამოცემა ასე ახასიათებს: „დავით ნინიაშვილი მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ტალანტია, რომელიც ევროპულ საკლუბო რაგბიში კაშკაშებს და საქართველოს ნაკრებშიც...
თედოს 100
გასულ უქმეებზე საფრანგეთის წამყვან სარაგბო ლიგებში მორიგი ტური გაიმართა და უნდა აღინიშნოს, რომ ქართველ ლეგიონერებს ინდივიდუალური თვალსაზრისით თავი დიდად არ გამოუჩენიათ, თუ არ ჩავთვლით თედო აბჟანდაძის ორ ზუსტ დარტყმას. ტოპ 14 ევროპის უძლიერეს ლიგაში ორხელისუფლებიანობა დამყარდა. „ბორდომ“ ლევან ჩილაჩავას „კასტრს“ მძიმე ბრძოლაში სტუმრად 13:3 აჯობა და 41 ქულას მოუყარა თავი. ჩილაჩავას დიდი ჯაფა დაადგა –...
ევროთასები და ქართველები
გასული უქმეები დახუნძლული იყო საერთაშორისო რაგბით, თუმცა, პარალელურად საფრანგეთში პრო დ2-ის მორიგი ტური შედგა და ქართველმა ლეგიონერებმა სწორედ ამ უკანასკნელში შეძლეს თავის გამოჩენა, თუმცა, სჯობს ყველაფერს თანმიმდევრობით მივყვეთ. ჩემპიონთა თასი მთავარი სარაგბო ევროთასის 2024-2025 წლების სეზონის სტარტი ინგლისის ქალაქ „ბათში“ შედგა, სადაც ადგილობრივმა კლუბმა ფრანგულ „ლა როშელთან“ 20:24 წააგო და ამ მატჩს ორი ქართველი ლაროშელელის...
6 ლელო და ნინიაშვილის დუბლი
საფრანგეთის მოწინავე სარაგბო ლიგების გასულ ტურში ქართველმა ლეგიონერებმა თავი 6 ლელოთი ისახელეს, მთავარი კი მაინც დავით ნინიაშვილის დუბლი გახლდათ. ნინიაშვილი ბოლო დროს საოცარ ფორმაშია, თუმცა მიმდინარე სეზონში როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე ერთი ლელოც ვერ გაეტანა და როგორც იქნა, ეს ნავსიც გატყდა. ტოპ 14 ბექა გორგაძის გარეშე დარჩენილმა „პომ“ „ლიონს“ უმასპინძლა და 29:15 დაამარცხა. ამ...
საქართველომ ჯავრი ტონგაზე იყარა
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა „მიხეილ მესხზე“ საკმაოდ თვალსასეირო თამაშში ტონგის ნაკრებს 22:7 მოუგო და შემოდგომის ტესტების სეზონი პოზიტიურად დაასრულა. ბორჯღალოსნების მესამე საშემოდგომო ტესტ-მატჩი წინა ორისგან რადიკალურად განსხვავებული გამოვიდა. თუკი ახალი ზელანდიის xv-სა და იტალიასთან საქართველოს ნაკრებმა შესანიშნავი პირველი ტაიმები ჩაატარა, რასაც უქულო მეორე ნახევრები მიაყოლა, 24 ნოემბერს ტონგასთან მატჩის პირველი ტაიმი უქულოდ დასრულდა – 0:0, რაც...
ქართველთა ორიაკი!
საფრანგეთში სარაგბო ჩემპიონატის მე-9 ტურმა ტოპ 14-ის ქართველთათვის წინა ტურივით ნაკლებად ნაყოფიერად ჩაიარა, პრო დ2-ში კი ჩვენებურები კვლავ წამყვან როლებში იყვნენ: ტოპ 14 ლიდერად ქვეყნისა და ევროპის ჩემპიონი „ტულუზი“ დარჩა, რომელმაც „ბაიონთან“ გასვლაზე 8:12 კი წააგო, მაგრამ ბონუს-ქულის მიღებით ერთპიროვნული პირველადგილოსნობა შეინარჩუნა. 30-ქულიან ლიდერს 3 ქულით ჩამორჩება „ლა როშელი“, რომელმაც საკუთარ მოედანზე „სტად ფრანსე“ 35:18...
აფრასიძის 50-ე, სუთიძის – პირველი
ტოპ 14-ის მე-5 ტური ქართველი მორაგბე ლეგიონერებისთვის ინდივიდუალური თვალსაზრისით ნაკლებად პროდუქტიული იყო, თუმცა, ერთი-ორი ღირსშესანიშნავი ამბავი მაინც დაფიქსირდა. ლიგის სატურნირო ცხრილის სათავეში „ბორდო“ დარჩა, რომელმაც „ბაიონს“ შინ მოულოდნელად დიდი გაჭირვებით, 30:27 მოუგო. ბორდოელთა ყოფილი თანალიდერი და მოქმედი ჩემპიონი „ტულუზი“ კი კასტრში მხოლოდ სანუგეშო ბონუსს გამორჩა – 23:28. „ბორდოს“ კი პირველობის სხვა გამზიარებელი გამოუჩნდა. „ლა როშელმა“...









