გასულ უქმეებზე საფრანგეთში ტოპ 14-ის ფინალი შედგა, რომელიც არნახულად დაძაბული გამოდგა – ერთმანეთს ხომ საფრანგეთის და ევროპის მოქმედი ჩემპიონები ხვდებოდნენ. „ტულუზმა“ ტიტულის შენარჩუნება მხოლოდ დამატებით დროში მოახერხა, თორემ „ბორდოსთან“ მატჩის ძირითადი დრო 33:33 დასრულდა და ტულუზელთა სუპერვარსკვლავმა თომა რამოსმა მხოლოდ ამის მერე შეძლო ორი მომაკვდინებელი ჯარიმის გატანა – 39:33. სამწუხაროდ, ფინალმა ქართველების გარეშე ჩაიარა, არადა...
ჭდე: დავით მჭედლიძე
რინოს 50 და ბასას 3
გასულ უქმეებზე ქართველი ლეგიონერები საფრანგეთის მთავარ სარაგბო ლიგებში არასრული შემადგენლობით იყვნენ წარმოდგენილნი, რადგან მათი გარკვეული ნაწილი თბილისში რუმინეთს ამარცხებდა. ჰოდა, საფრანგეთში ძირითადად ან ძველი ბორჯღალოსნები დარჩნენ, ან მომავალი. ინდივიდუალურად თავი მხოლოდ ერთმა ჩვენებურმა გამოიჩინა – „ორიაკის“ ახალგაზრდა კვაჭმა ბასა ხონელიძემ. თუმცა, სჯობს ამბებს თანმიმდევრობით მივყვეთ. ტოპ 14 ლიგის ლიდერად „ტულუზი“ დარჩა, რომელმაც ბოლო ადგილზე დაბრუნებული...
ლელოთა ლელო ნინიაშვილისგან
გასული სარაგბო უქმეების მიმოხილვა ტურისა და ალბათ დაწყებული წლის ყველაზე მაგარი ლელოს აღწერით უნდა დავიწყოთ. ფრანგული „ლიონი“ ჩელენჯ თასის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში სამხრეთაფრიკულ „ჩიტასს“ მასპინძლობდა და ამ მატჩის მე-9 წუთზე, როცა სტუმართა უკანახაზელმა ლიონური შეტევის უკუსაგდებად თითქოს მშვენიერი დარტყმით ბურთი საკუთარი 22-დან მეტოქისაში გაუშვა. აფრიკელებმა ამასობაში წინ წაწევა დაიწყეს, ბურთი დავით ნინიაშვილმა დაიჭირა, ცარიელ...
30 ქართველი ევროპულ ელიტაში
შაბათს, საღამოს 6 საათზე, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში დაიწყება ადგილობრივი „რასინგ-92“-სა და „კასტრის“ შეხვედრა, რომელიც დასაბამს დაუდებს ევროპის უძლიერესი სარაგბო ჩემპიონატის – ტოპ-14-ის ახალ სეზონს. ის, რომ ტოპ 14 უძლიერესია ბებერ კონტინენტზე, ეს უდავოა, რადგან ბოლო 2 წელია ევროპულ საკლუბო ტურნირებს სწორედაც ფრანგული კლუბები იგებენ და ეს არგუმენტი ყველაზე წონადია, თუკი ტოპ 14-ისა და რომელიმე სხვა...



