საქმეს ისეთი პირი უჩანს, კარლოს ტევესი ჩინურ „შანხაი შენხუას“ დატოვებს და კარიერას მშობლიურ „ბოკა ხუნიორსში“ დაასრულებს. ვარაუდები შერეკილი ვარსკვლავის სამომავლო გეგმების შესახებ არგენტინული გუნდის გუშინდელ ვარჯიშზე მისმა დასწრებამ განამტკიცა. თავიდან ჩინელები კარლოსს 10 თვეში 25 მილიონ დოლარს ჰპირდებოდნენ, მაგრამ 2016-ში ორწლიან და 38-მილიონიან კონტრაქტზე შეთანხმდენ. ტევესს კვირაში 730 000 დოლარი გამოსდიოდა. სულ 20 შეხვედრაში მიიღო...
