სერხიო აგუერო ამბობს, რომ პრემიერლიგის ვარსკვლავებს მოედანზე დაბრუნების ეშინიათ. არადა, დღეს 1 მაისია ანუ გაიმართება ლიგის ბოსების შეკრება, რომელთაც უნდა გადაწყვიტონ, როგორ გააგრძელებენ შეწყვეტილ ჩემპიონატს კორონავირუსის პირობებში. აგუეროსი ეთანხმება „ჩელსის” მცველი ანტონიო რუდიგერიც. მისი აზრით, დღეს, როდესაც ადამიანების სიცოცხლე საფრთხეშია, შეჯიბრების განახლება აბსურდია. გერმანელი ძლიერთ ამა ქვეყნისა მოუწოდებს, ჩემპიონის ტიტული პირდაპირ გადასცენ „ლივერპულს”. კოლეგებს უერთდება [...]
