სამხრეთ აფრიკის მთავარ საკლუბო ტურნირში ქართული ფრენჩაიზის მორიგი მატჩი არ შედგა – „შავი ლომისა“ და ადგილობრივი „გრიფონსის“ შეხვედრა უბრალოდ გაუქმდა და ჯერაც არაფერი თქმულა, თუ როდის შედგება მატჩი ქარის თასზე აქამდე უდანაკარგოდ მოასპარეზე ამ გუნდებს შორის. სამაგიეროდ, ტურები გაიმართა საფრანგეთის ჩემპიონატის ტოპ 14-სა და პრო დ2-ში. იქ საქმეში ჯამურად ერთბაშად 23 ქართველი ვიხილეთ. უფრო ზუსტნი...
ჭდე: გიორგი ნუცუბიძე
სამი სუპერ-ლელო ქართულად!
მიმდინარეობდა თამაშის 44-ე წუთი და ტოპ 14-ის ერთ-ერთი აუტსაიდერი „პერპინიანი“ ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელ „ლიონს“ 13:9 ამარცხებდა, როცა სტუმართა ღონიერმა 8 ნომერმა ჯორდან ტაუფუამ რამდენიმე მეტოქესთან ჯაჯგურს გაუძლო და ბურთი მარცხენა ფრთაზე ეულად დარჩენილ დავით ნინიაშვილს ამოუგდო, ვინც ლელოში ტყვიასავით შევარდა. საბოლოოდ „ლიონმა“ კატალონიაში 28:23 მოიგო და ცხრილის მესამე საფეხურზე დამკვიდრდა. ეს ერთი! „ლა როშელი“ საკუთარ...
ნაკრები და ცოტა ქართველი
სანაკრებო პერიოდის გათვალისწინებით, წამყვან მოთამაშეთა დეფიციტი საფრანგეთის ტოპ 14-შიც აღინიშნა. ამის გამო იყო, რომ მე-10 ტურში მხოლოდ 7-მა ქართველმა მიიღო მონაწილეობა. „ლა როშელმა“ აწ უკვე ყოფილი ლიდერი „ბორდო“ მარტივად – 26:3 დაამარცხა, რომლის სასტარტო შემადგენლობაშიც ლექსო ყაულაშვილი იყო. ქართველმა ბურჯმა 45-ე წუთამდე ითამაშა. „პომ“ „ბიარიცი“ 33:21 დაამარცხა. სტუმრებში გიორგი ნუცუბიძე შეცვლაზე 67-ე წუთზე შევიდა, ხოლო...
22 ქართული ქულა
საფრანგეთის უძლიერესი სარაგბო ლიგის მორიგი ტური ერთობ ბარაქიანი გამოდგა ქართველი მორაგბეებისთვის. ჩვენებურთა მონაგარმა 22 ქულა შეადგინა და 22-ვე ქულა ერთ მატჩში გაკეთდა. „კასტრმა“ „ბრივს“ უმასპინძლა და უაღრესად დრამატულ ბრძოლაში 23:22 დაამარცხა. 28-ე წუთზე მასპინძელთა ბორჯღალოსანმა ბურჯმა ლევან ჩილაჩავამ ჩვეულ სტილში, ბურთის რაქიდან ატაცებითა და მეტოქის ჩათვლის მოედანზე დამიწებით სეზონში თავისი პირველი ლელო გაიტანა. ამასობაში კი...
ჯერ ისევ ესპუარი…
ახალგაზრდა ქართველმა ბურჯმა გიორგი ნუცუბიძემ, საფრანგეთის პრო დ2-ის „ბიარიცთან“ კონტრაქტი ოთხი წლით, 2024 წლამდე გაახანგრძლივა. „ლელო-სარასენსის“ აღზრდილმა მორაგბემ 2018 წელს საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო რაგბის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა, რის შემდეგაც „ბიარიცის“ ესპუართა გუნდში გადავიდა, წინა სეზონში კი პირველ გუნდში დაწინაურდა პრო დ2-ის 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ახალი კონტრაქტის პირობების თანახმად, 21 წლის ნუცუბიძე...
ნუცუბიძის ფრანგული სიმბოლური
ფრანგული „ბიარიცის“ახალგაზრდა ქართველი ბურჯი გიორგი ნუცუბიძე rugbyrama-ს პრო D 2-ის რჩეულებში მოხვდა. პოპულარული სარაგბო გამოცემა მკითხველებს მეორე ელიტარული დივიზიონის სიმბოლური ნაკრების შერჩევას სთავაზობს და მარცხენა ბურჯების პოზიციაზე 8 კანდიდატს სთავაზობს, რომელთა შორის 21 წლის ნუცუბიძეც არის. „ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა, თუმცა ამ სეზონში ბასკურ კლუბში საკმარისი რაოდენობის თამაშები ჩაატარა – 19 და, 7-ჯერ იყო...





