თელ ავივში მიმდინარე გრანდ სლემის პირველი დღე საქართველოს დელაგაციისთვის მეტნაკლებად წარმატებული გამოდგა. ჩვენებმა ორი მედალი მოიპოვეს – ვერცხლი და ბრინჯაო. რაც ყველაზე სასიამოვნოა, მედალი აიღეს ქალთა შორის. ვაჟთა შორის 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროს მედლამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა თემურ ნოზაძეს. ჩვენებურმა ჯერ ბრაზლიელი ფელიპე პელიმი დაამარცხა, შემდეგ თურქი მიჰრაკ აკუსი, ნახევარფინალში გასასვლელად ბრიტანელი ეშლი მაკენზი,...
