ჭდე: გიორგი ნავალოვსკი

Home გიორგი ნავალოვსკი
ბათუმი: გოლები, გოლები, გოლები…
ჩანაწერი

ბათუმი: გოლები, გოლები, გოლები…

წვიმიან ბათუმში ჩემპიონატის ყველაზე უხვგოლიანი მატჩი გაიმართა. მასპინძელმა ბათუმელებმა „ლოკომოტივს“ 7:3 მოუგეს… მათი 8:1-იც გავიხსენოთ აპრილში „შუქურასთან“ და შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ბათუმი“ ქართულ „ბაიერნად“ ყალიბდება. ბავარიელებმა იციან ხოლმე ასეთი ანგარიშებით მეტოქეების განადგურება. „ბაიერნთან“ შედარება, ცხადია, ცოტა ხუმრობანარევია, მაგრამ მაინც. არადა, „რკინიგზელები“ ზღვისპირელთათვის ბოლო დროს უხერხული მეტოქეები არიან და პირველი ტაიმის შემდეგაც, ყველაზე თამამი მეპროგნოზეც ვერ...

ერთი გადაიდო, მეორე – გადმოიდო…
ჩანაწერი

ერთი გადაიდო, მეორე – გადმოიდო…

რახან „ლოკომოტივი“ – „დინამო“ გადაიდო, ტურის მთავარი მატჩი „საბურთალო“ – „ბათუმი“ გამოდგა. ე-ლიგის ვებ-გვერდზე წერია: „18 ოქტომბერს, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეცამეტე ტურში მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანზე, თბილისის „ლოკომოტივი“ და თბილისის „დინამო“ დაპირისპირება უნდა გამართულიყო. კოვიდ ინფიცირებულთან მატჩის მონაწილე ერთ-ერთი კლუბის წარმომადგენლების კონტაქტის გამო, შესაბამისი სტრუქტურების რეკომენდაციების გათვალისწინებით და ვირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ აღნიშული...

კორონამ ვაისს მცველი დაუმატა
ჩანაწერი

კორონამ ვაისს მცველი დაუმატა

კარს მოგვადგა საქართველოს ნაკრებისთვის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩი. თუმცა, 8 ოქტომბერს ბელარუსთან შეხვედრის გარდა, 11 და 14 ოქტომბერს არანაკლებ საინტერესო თამაშები გველის. ვლადიმირ ვაისის გუნდის მზადებას ხვალიდან დაიწყებს. თუმცა, უკვე თბილისში არიან გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი, რომლებიც აშშ-დან დროულად ჩამოფრინდნენ, რათა სავალდებულო საკარანტინო პროცედურების გავლა მოესწროთ. ამერიკელ ქართველებს ადგილობრივებიც შეუერთდნენ – ლაზარე კუპატაძე, ნიკა...