„ლივერპულის’’ საშინელი სეზონი ჩემპიონთა ლიგაში შინ „ეინდჰოვენთან’’ 1:4 მარცხით გაგრძელდა. ჯერ იყო და ვირჯილ ვან დაიკმა სტუმრებს პენალტი აჩუქა, რომელიც ივან პერიშიჩმა გაიტანა. მართალია დომინიკ სობოსლაიმ მალევე გაქვითა, მაგრამ მეორე ტაიმში გუს ტილმა და ორჯერ კუჰაიბ დრიუეშმა მასპინძლებს ბოლო მოუღეს. მერსისაიდელებს ჯგუფურ ეტაპზე სამი შეხვედრა დარჩათ, რომელთაგან ორი, „ინტერთან’’ და „მარსელთან’’ სტუმრად უწევთ, „ყარაბაღს’’ კი...
ჭდე: გიორგი მამარდაშვილი
როდესაც მამარდაშვილი კონტრაქტს ხელს აწერდა, იცოდა რაც ელოდა
საიტი liverpoolecho წერს, რომ „ლივერპულში’’ მეკარეებთან დაკავშირებით დელიკატური ვითარება შეიქმნა. გუნდს ჰყავს დიდი ალბათობით მსოფლიოს საუკეთესო მეკარე ალისონ ბეკერი. მის თადარიგში მოიაზრება გიორგი მამარდაშვილი, რომელშიც „ლივერპულმა’’ 29 მილიონი გირვანქა გადაიხადა. ქართველმა ევრო 2014-ზე გაიბრწყინა. მიუხედავად იმისა რომ „ლივერპულთან’’ კონტრაქტი გააფორმა, ის ერთი წლით იჯარის წესით „ვალენსიაში’’ დარჩა. ესპანეთში გატარებულ სამ სეზონში მან დაამტკიცა, რომ კონტინენტის...
მამარდაშვილმა დაამტკიცა
გიორგი მამარდაშვილს „ლივერპულის’’ მთავარი მეკარეობა ალისონის ტრავმის გამო შეიძლება უფრო ადრე მოუხდა ვიდრე მოსალოდნელი იყო, მაგრამ საქართველოს პირველი გოლკიპერი ამისთვის მზად აღმოჩნდაო, წერს საიტი This Is Anfield. პორტალი ამბობს, რომ გასულ ზაფხულს კევინ კელეჰერის „ლივერპულიდან’’ წასვლა გადაწყვეტილი ამბავი იყო, რადგან ირლანდიელი სათადარიგო მეკარეობისთვის გადაიზარდა, მამარდაშვილი კი შეგუებული გახლდათ ფაქტს, რომ კიდევ კარგა ხანს იქნებოდა ჩრდილში,...
ბრედ ფრიდელი: მამარდაშვილმა ჯერ ისწავლოს
„ლივერპულის’’ ყოფილი მეკარე ბრედ ფრიდელი ამბობს, რომ არნე სლოტს მეკარე ალისონ ბეკერი წარმოუდგენლად დააკლდა. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი სექტემბრის მიწურულს, „გალათასარაისთან’’ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში დაშავდა, რის შემდეგაც მას ექვსი კვირის განმავლობაში ქართველი გიორგი მამარდაშვილი ცვლიდა. ფრიდელი ამბობს, რომ მამარდაშვილზე საბოლოო შეხედულება ჯერ კიდევ არ ჩამოჰყალიბებია. „ალისონი წარმოუდგენლად დააკლდა „ლივერპულს’’, ― თქვა ფრიდელმა, ― Hard Rock Bet-თან...
ალისონის დაბრუნების წინ მამარდას ბოლო თამაში
„ლივერპულმა’’ პრემიერლიგის ბოლო ექვს შეხვედრაში მეხუთე წააგო, ტიტულის პრეტენდენტ „მანჩესტერ სიტისთან’’ 0:3 განადგურდა. გოლები გაიტანეს ერლინგ ჰოლანდმა და ნიკო გონსალესმა პირველ ტაიმში, რასაც ჟერემი დოკუმ შესვენების შემდეგ მესამე დაამატა. ამ შეხვედრაში ლივერპულელთა კარს გიორგი მამარდაშვილი იცავდა. მისი თამაში „ლივერპულ ექომ’’ 7 ქულით შეაფასა, რაც მერსისაიდელთა შორის ყველაზე მაღალი ქულა გახლდათ. გაზეთმა ქართველი მეკარის შესახებ სიტყვიერად...
ალისონი – ლივერპულის მხსნელი
ლივერპულში სწამთ, რომ როგორც კი მათი სათაყვანებელი მეკარე ალისონი გამოჯანმრთელდება, გუნდი უკეთ ათამაშდება და ამიტომაც ელიან მის შესახებ ყოველ მომდევნო ცნობას დაძაბულები. საიტი thisisanfield ხაზს უსვამს, რომ რაც ბრაზილიელი დაშავდა, „წითლებმა’’ 7 შეხვედრიდან 4 წააგეს და 11 გოლი გაუშვეს. გიორგი მამარდაშვილის დებიუტი „ლივერპულის’’ შემადგენლობაში იმედისმომცემი იყო, მაგრამ ალისონის დაბრუნება ისეთი რამ არის, რის მნიშვნელობაც კარგად...
სად დათვრნენ ლივერპულელი ბავშვები?
ცუდად არის „ლივერპულის’’ საქმე. მერსისაიდელები „კარაბაოს თასსაც’’ კი ვერ მოიგებენ. „კარაბაოს’’ თასი ინგლისში პრესტიჟულობით მესამე შეჯიბრებაა. „ლივერპულს’’ ის ათჯერ აქვს მოგებული, თხუთმეტჯერ ფინალში ყოფილა, მაგრამ მიმდინარე სეზონში „უემბლიზე’’ მოხვედრის ეს გზა გადაიკეტა. ის, რომ „წითლები’’ პრემიერლიგაში კრიზისს განიცდიან ყველასთვის ცხადია. ჩემპიონატში არნე სლოტის გუნდი „არსენალს’’ 7 ქულით ჩამორჩება, მეშვიდე ადგილზეა. კრიზისი ახლა იმ შეჯიბრებაზეც აისახა,...
ლივერპულის ყველაზე დიდი პრობლემა
ამერიკელ რეპერს ჯეი ზის აქვს სიმღერა „99 პრობლემა’’. გაზეთი „ლივერპულ ექო’’ წერს, რომ არნე სლოტს მისი ალბათ ძალიან შურს. შაბათს „ბრენტფორდთან’’ 2:3 დამარცხების შემდეგ მერსისაიდელებს ნამდვილი კრიზისის ნიშნები გამოეკვეთათ. ეს იყო ჩემპიონის ზედიზედ მეოთხე მარცხი პრემიერლიგაში. რაც „ენფილდზე’’ სამუშაოდ მივიდა, ჰოლანდიელს ასეთი მძიმე პერიოდი არ ჰქონია. მან რაც შეიძლება მალე უნდა ამოხსნას, რამ განაპირობა ვარდნა....
უცნაური მიქსი – გიორგი მამარდაშვილი
„ლივერპულმა’’ პრემიერლიგაში მორიგი თამაში წააგო, გულდასაწყვეტი მარცხი იწვნია ბრენტფორდში ― 2:3. მასპინძლები დანგო უტარას (5-ე წთ) და კევინ შადეს (45-ე წთ) გოლებით დაწინაურდნენ – 2:0. შესვენებამდე, 45+5 წუთზე მილოშ კერკეზმა სხვაობა შეამცირა. 60-ე წუთზე იგორ ტიაგომ პენალტით მასპინძელთა მესამე გოლი მესამე შეაგდო, 89-ე წუთზე კი მო სალაჰმა მრისხანე მერსისაიდელებს ოდნავ მოწმინდა პირი. ქართველ გულშემატკივარს უპირველეს...
მედია მამარდაშვილზე: ბაოიას დარტყმული მოიგერია, სხვა საქმე კი არ ჰქონია
ოთხშაბათამდე „ლივერპულს’’ ზედიზედ ოთხი თამაში ჰქონდა წაგებული, მაგრამ ფრანკფურტში 5:1 გაიმარჯვა და წარუმატებელ სვლას წერტილი დაუსვა. მერსისაიდელები რასმუს კრისტენსენის გოლის შემდეგ ჩამორჩნენ, შემდეგ კი ძალა მოიკრიბეს და შესვენებაზე უგო ეკიტიკეს, ვირჯილ ვან დაიკისა და იბრაჰიმა კონატეს გოლების წყალობით გვარიანი უპირატესობით გავიდნენ. მეორე ტაიმში სტუმრებმა მონაგარს კოდი გაკპოსა და დომინიკ სობოსლაის ორი შედეგიანი დარტყმაც მიამატეს. ჩემპიონთა...









