რამდენიმე დღეში მას მერე, რაც სამუელ ეტო’ო ხელახლა აირჩიეს კამერუნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად, მან თანამდებობიდან მოხსნა ნაკრების ბელგიელი მწვრთნელი მარკ ბრისი. ბრისს ბრალდებათა მთელი ნუსხა წაუყენეს, რომელთა შორის იყო ფეხბურთელების წაქეზება ― თითქოს მწვრთნელს სურდა მოთამაშეები ფედერაციას არ დამორჩილებოდნენ. კიდევ ერთი ბრალდება გახლდათ ფედერაციის შიგნით უცნობ პირებთან აქტიური თანამშრომლობა. ახსენეს თათბირებზე არ-დასწრება, საწვრთნელი პროგრამის გასაიდუმლოება,...
