საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გადამწყვეტი მატჩი ბოსნიასთან 76:84 წააგო და ფლეი-ოფში გასვლა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. თუმცა, ჯერ დაკარგული არაფერია და საბერძნეთის იმედად ვართ, რომელმაც ესპანეთს უნდა მოუგოს. ამ შემთხვევაში ალეკსანდრ ჯიკიჩის გუნდი თბილისის ნაცვლად რიგაში გაფრინდება. ძალიან ცუდი დასაწყისი გვქონდა. მეტოქე ყველაფერში გვჯობდა და ტაიმი 35:47 წავაგეთ. მესამე მეოთხედის დასაწყისი ყველაზე ცუდი იყო: ბოსნიამ...
