ინგლისური „სანი” წერს, რომ მისთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი „ბარსელონას” სურვილის შესახებ, შეიძინოს სერხიო აგუერო. 32 წლის არგენტინელს, ზაფხულში, „მანჩესტერ სიტისთან” კონტრაქტის ვადა ეწურება და შეუძლია ყოველგვარი სატრანსფერო საფასურის გარეშე გადავიდეს მსოფლიოს ნებისმიერ კლუბში. ამ ამბავმა, თურმე „ბარსა” დააინტერესა. კატალონიურ კლუბს იდეა მოუვიდა — მადრიდის „ატლეტიკოს” ყოფილი თავდამსხმელი ესპანეთის ლა ლიგაში დააბრუნოს. ცხადია, ძლიერი ფორვარდის დამატების...
