62 წლის არგენტინელი მწვრთნელი, “ელ ლოკოდ” ანუ გიჟად წოდებული მარსელო ბიელსა, რომელსაც თვით პეპ გვარდიოლა და მაურისიო პოჩეტინიო თავიანთ მასწავლებლად და მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს სპეციალისტად მიიჩნევენ, მოგეხსენებათ, ფრანგულ “ლილს” უდგას სათავეში. “ლილი” 2010-11 წლების სეზონში, რუდი გარსიას ხელმძღვანელობით საფრანგეთის ჩემპიონი გახდა, დღეს კი, ბიელსას მე-19 ადგილზე ჰყავს და შესაძლოა “ლიგა 1”-დან გავარდეს. “ელ ლოკოს” სამსახურიც,...
