გასულ უქმეებზე ევროპული რაბის ელიტურ ჩემპიონატებში ქარველთა სიმრავლე ნამდვილად არ შეიმჩნეოდა – საფრანგეთის ტოპ 14-ში მხოლოდ 9 ჩვენებურმა ითამაშა და ამათ გარდა ინგლისში ნიკა აბულაძეც გამოჩნდა. ტოპ 14 ლიგის ლიდერმა „ტულუზმა“ პარიზში „სტად ფრანსესთან“ 10:19 წააგო, თუმცა 71 ქულით ლიდერობა მაინც შეინაჩუნა. დედაქალაქელთა რიგებში ბოლო 17 წუთი თამაშში ვასილ კაკოვინმა დაჰყო. „სტად ფრანსემ“ 64 ქულა...
ჭდე: ბექა საღინაძე
ლელოთცვენა ავჭალაში
ეს იყო ნამდვილი სარაგბო დღესასწაული! და არა მხოლოდ სარაგბო, რადგან რეფერის საფინალო სასტვენის შემდეგ, როცა ლუკა მატკავამ თავისი მეათე ზუსტი გარდასახვით საქართველოსა და გერმანიის მორაგბეთა ნაკრებების მატჩს წერტილი დაუსვა და საბოლოო ანგარიში – 75:12 დააფიქსირა, აშკარად გამოჩნდა, რომ მინდორზე კიდევ რაღაც საინტერესო უნდა მომხდარიყო. მოლოდინი ძალზე გულისამაჩუყებელი მოვლენით დაგვირგვინდა: ყველაზე ტანმაღალმა ბორჯღალოსანმა ნოდარ ჭეიშვილმა თანაგუნდელებისგან...
გიგაშვილი კვლავ ტურის სიმბოლურშია!
საფრანგეთში მოთამაშე ქართველი მორაგბეებისთვის გასული უქმეები ერთობ უფერულად განვითარდა და ასევე დასრულდა. ორივე ელიტურ ლიგაში კვლავაც ისეთი კლუბები ლიდერობენ, რომლებიც ამას ქართველების დახმარების გარეშე ახერხებენ. ტოპ 14 ტოპ 14-ის მე-16 ტურში ლიდერმა „ტულუზმა“ „მონპელიეს“ უმასპინძლა, 23:9 იმარჯვა და პირველ ადგილზე მდევართან 8-ქულიანი უპიარატესობით დამკვიდრდა. მეორე საფეხურზე „სტად ფრანსე“ დარჩა, რომელიც კატალონიაში 14:31 დამარცხდა. „პერპინიანში“ საწყისი...
ქართული ღერძი – ვასკა და თედო
გასული კვირის ბოლოს ევროპის უძლიერეს სარაგბო ლიგებში მორიგი ტურები გაიმართა. სამი ათეული ქართველი ლეგიონერის მონაგარი როგორც ყოველთვის, არაერთგვაროვანია და ქვეყნის პრესტიჟი ეროვნული ნაკრების ღერძმა დაიცვა. ვასილ ლობჟანიძემ მშვენიერი ლელო გაიტანა, რომელიც მისთვის მეორეა ტოპ 14-ის მიმდინარე ჩემპიონატში, ხოლო თედო აბჟანდაძემ ზუსტად ერთი ჯარიმა შეასრულა და პირადი ანგარიში პრო დ2-ის რეგულარული ჩემპიონატის ფარგლებში 24 ქულამდე გაზარდა....
ასპინძელის პარიზული დუბლი
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ბურჯმა გიორგი მელიქიძემ ზედიზედ მეორე მატჩში მოახერხა ლელოს გატანა, თანაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ასპინძის სარაგბო სკოლაში აღზრდილმა მოთამაშემ, ვისაც მეგობრები „ასპინძას“ უწოდებენ, ერთბაშად ორჯერ დაალელოვა მეტოქე გუნდი. მისმა „სტად ფრანსემ“ „პერპინიანს“ უმასპინძლა და სასტიკი მარცხიც აგემა – 52:3. მელიქიძემ პარიზელთა მეორე და მესამე ლელოები შესაბამისად მე-10 და მე-19 წუთებზე გაიტანა და ამით...
ქართული აღმაფრენის ფრანგული უქმეები
გასულ უქმეებზე, საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-5 ტურში საქართველოს ბორჯღალოსნებმა სამი შთამბეჭდავი ლელო გაიტანეს. ლექსო ყაულაშვილის „ბორდო“ ნორჩი სერგო აბრამიშვილისა და გიორგი მელიქიძის „სტად ფრანსეს“ 15:3 ამარცხებდა, მაგრამ პარიზელებმა ბოლო წუთებზე ნამდვილი შტურმი მოაწყეს. გადამწყვეტი, მრავალფაზიანი შეტევისას კი საქართველოს ნაკრების მარჯვენა ბურჯმა მელიქიძემ ბურთი მორიგი რაქიდან აიტაცა და ღონიერი მოძრაობით ძელის შალითასთან დაამიწა. გარდასახვიანად ამ ლელომ...
ნინიაშვილი: ლელო! ლელო!
დიახ, ქართული რაგბის იმედმა და უკვე, გარკვეულწილად, სიამაყემ, ოციოდე წლის დავით ნინიაშვილმა მორიგი სპექტაკლი დადგა! მისი „ლიონისა“ და „სტად ფრანსეს“ მატჩი ხეირიანად გახურებულიც არ ყოფილა, როცა თავის ფრანგულ კარიერაში 15 ნომრის პოზიციაზე პირველად მოთამაშე ქართველმა უსწრაფეს შეტევას დაუდო სათავე და მისი დასრულებაც თავადვე მოახერხა! ეს მესამე წუთზე მოხდა, მაგრამ რაც ოთხიოდე წუთში დაფიქსირდა, ამას აღარავინ...
23 კაცის 8 ლელო
ქართველი მორაგბე ლეგიონერებისთვის გასული ევროსეზონი იშვიათად ხვავრიელი გამოდგა. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ჩვენებურები საფრანგეთის ჩემპიონები გახდნენ, კერძოდ, ამ მწვერვალს ბორჯღალოსნები მიხეილ ნარიაშვილი და გელა აფრასიძე შეწვდნენ თავიანთ „მონპელიესთან“ ერთად. საერთაშორისო არენაზე კი ორმა ისეთმა კლუბმა ისახელა თავი, რომლებშიც ასევე თამაშობენ ქართველები. ჩემპიონთა თასის მფლობელი ისტორიაში პირველად გახდა ფრანგული „ლა როშელი“, რომლის ღირსებასაც გასულ სეზონში ბორჯღალოსანი ბურჯი...
ქუთაისური ცეკვა მგლებთან
ბორჯღალოსნებმა ზაფხულის სერიის დასკვნით მატჩში პორტუგალიის ეროვნული ნაკრები 23:14 დაამარცხეს და ქუთაისის „აია არენას“ ტრიბუნებზე შეკრებილი პუბლიკა აღტაცებაში მოიყვანეს. ლევან მაისაშვილის რაზმმა გასულ კვირას ბათუმში იტალიასთან უმნიშვნელოვანესი, ულამაზესი და უდაძაბულესი ჯახი გამარჯვებით დააგვირგვინა, მთელი ქვეყანა სიამაყით აღავსო და ესოდენ დიდი წარმატებით გამოწვეული ეიფორიიდან გამოსვლა იოლი საქმე როდი იყო. ამ ფსიქოლოგიურ მომენტს ის პასუხისმგებლობაც ამწვავებდა, რომ...
ერთი ტაიმი არ კმარა…
პირველი ტაიმი 14:6 მოიგო და საბოლოოდ 24:30 დამარცხდე – სასიამოვნო სცენარი ნამდვილად არაა, მაგრამ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა სწორედ ასე წააგო არგენტინა XV-თან. ქუთაისის „აია არენაზე“ მაყურებელი უხვად შეიკრიბა, მაგრადაც უქომაგა ბორჯღალოსნებს, მაგრამ ქართველებს მშვენიერი გაზონიდან დამარცხებულებს მოუწიათ გასვლამ. პირველ ტაიმში სათამაშო მინდორზე ცეცხლი ენთო და „ბრალი“ ამაში ბორჯღალოსნებს მიუძღვოდათ. დასაწყისიდანვე მძიმე ბრძოლა გაჩაღდა, რომელშიც ქართველები...









