მილანის „ინტერის“, გენერალურმა დირექტორმა ბეპე მაროტამ ღიად ისაუბრა იმ ძირითად პრინციპებზე, რომლებითაც კლუბის მენეჯმენტი უნდა ხელმძღვანელობდეს. „ყველაფერი მარტივია – დირექტორმა მაქსიმალურად იაფად უნდა იყიდოს ფეხბურთელები და მერე მაქსიმალურად ძვირად გაყიდოს. იდეალური მაგალითია პოლ პოგბას ტრანსფერი. ის ჩვენთან, „იუვეში“ (მაროტა მაშინ ტურინში მუშაობდა) უფასოდ მოვიდა და მერე იმავე „მანჩესტერს“ 100 მილიონად მივყიდეთ. ეს ჩემს მენეჯერულ კარიერაში...
