ბელარუსის თასის ფინალში, „ბატემ“ ბრესტის „დინამო“ დამატებით დროში 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი დამთავრებამდე 20 წამით ადრე ზახარ ვოლკოვმა გაიტანა. „ბატემ“ ისტორიაში მეოთხედ მოიპოვა ქვეყნის თასი, რაც სარეკორდო გამოდგა. მანამდე ეს პრიზი სამ-სამჯერ სოლიგორსკის „შახტიორს“, მინსკის „დინამოს“, ბრესტის „დინამოს“ და ბობრუისკის „ბელშინას“ მოეგოთ. ამ ამბავზე შესაძლოა, ყურადღება არც გაგვემახვილებინა, რომ არა ერთი უცნაური ფაქტი. ზოგადად, კორონავირუსის...
