112-წლიანი ისტორიის მანძილზე „ინტერნაციონალე“, საფეხბურთო სამყაროში ყველასთვის მილანის „ინტერად“ ნაცნობი კლუბი, სახელსა და ლოგოს იცვლის. იტალიური მედიის ცნობით, Football Club Internazionale Milano შეიცვლება და Inter Milano გახდება. კლუბის ხელმძღვანელობა ამტკიცებს, რომ ქალაქის სახელისა და კლუბის ურთიერთობა ასე უფრო ნათელი და ახლო იქნება. „ინტერი“ მალე სპონსორსაც შეიცვლის. აქამდე გუნდს ერთობ პოპულარული Pirelli ასპონსორებდა და ლამის ისტორიულად...
