ამბობენ, ამ ბოლო დროს, იტალიაში, ვისაც ხალხისთვის თავის შეხსენება უნდა, ყველა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ აზრს გამოთქვამსო, მაგრამ ასეც რომ იყოს, კორადო ფერლაინო ყველა არ არის — განათლებით არქიტექტორი, 32 წლის განმავლობაში „ნაპოლის” მფლობელი გახლდათ. მათ შორის არის „აძურის” ისტორიის ის ბედნიერი პერიოდი, როდესაც გუნდმა დიეგო მარადონა შეიძინა და ორჯერ იტალიის ჩემპიონის ტიტული ანუ სკუდეტო, ერთხელ...
ჭდე: აურელიო დე ლაურენტისი
სტრატეგია, კონტაქტები, პრობლემები: ჭორები უფრო და უფრო…
რაც უფრო ვუახლოვდებით დასასრულს, მით უფრო იკარგება საზღვარი იდეასა და მოლაპარაკებებს შორის. ახლა ის იმდენად ვიწროა, რომ დიდი სიფრთხილეა საჭირო, ზაფხულის სატრანსფერო ბაზარმა შეცდომა რომ არ დაგვაშვებინოს. კრიშტიანუ რონალდუს „ნაპოლიში” გადასვლა რეალურია, მაგრამ ეს სწორად უნდა მოხდეს. ჟორჟე მენდეში რამდენიმე კვირაა პორტუგალიელი ვარსკვლავისთვის ახალი კლუბის პოვნას ცდილობს, რადგან რონალდუს „მანჩესტერ იუნაიტედიდან” წასვლა უნდა. მიზეზი: „იუნაიტედი”...
ხისტი და თამამი
„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ჟურნალისტებს კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისთან ურთიერთობის შესახებ უამბო. „ისეთი ადამიანები ვართ, რომლებსაც პირდაპირ უყვართ ყველაფრის თქმა. თუმცა აურელიო მეტად თამამია. დე ლაურენტისი მართალაც საკმაოდ ხისტი პრეზიდენტია,“ – ამბობს სპალეტი. ჩვენ კი შეგახსენებთ, რომ ამას წინათ მწვრთნელმა და პრეზიდენტმა ერთმანეთი მკვახე სიტყვებით შეამკეს. მოგვიანებით კი „ნაპოლიმ“ სერია A-ს პირველ ტურში...
ცუდი ამხანაგობა და ხვიჩას ერთი მომენტი
„ნაპოლიმ” „ესპანიოლთან” 0:0 ითამაშა. ეს იყო ამხანაგური შეხვედრა, რომელსაც ამხანაგობისა არაფერი ეტყობოდა, რადგან ხშირი იყო უხეშობა, განსაკუთრებით ბარსელონური გუნდის მხრიდან. ნეაპოლელთაგან გოლების გატანა ვიქტორ ოსიმენსა და ერვინგ ლოსანოს შეეძლოთ. „ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა პროტოკოლი დაარღვია და ლუჩანო სპალეტისთან სათადარიგოთა სკამზე დაჯდა. ერთ ეპიზოდში ის თანამსაჯთან მივიდა და რაღაცის მტკიცება დაუწყო. ტაიმის ბოლოს მსაჯსაც შეჰკადრა...
წარმატებები, ხვიჩა!
ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ ფეხბურთელია. იტალიურმა კლუბმა „ბათუმიდან“ ჩვენიანი შემტევის ტრასფერის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა. ტრანსფერს ტვიტით გამოეხმაურა ნეაპოლელთა პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისიც. ხვიჩა კვარაცხელია ჯერ არ ჩასულა ნეაპოლში. ის თბილისშია და კლუბის მიერ გამოგზავნილი პროგრამით ვარჯიშობს… ის იტალიაში 4 ივლისს გაემგზავრება. ცისფერი მაისურით მისი დებიუტი კი სავარაუდოდ 14 ივლისს შედგება, სამოყვარულო კლუბ „ანაუნიასთან“. ხვიჩა ვარჯიშს 7...
ნაპოლის ვეტერანი უნდა
„ნაპოლის” ამბებმა ქართველი გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა მას მერე შეიძინა, რაც იტალიის ეს კლუბი ხვიჩა კვარაცხელიას დაუკავშირეს. გუშინ გავრცელდა ცნობა, რომ ნეაპოლელები ბოსნიელი ნახევარმცველით მირალემ პიანიჩით არიან დაინტერესებულნი. 32 წლის ფეხბურთელი „ბარსელონას” საკუთრებაა და „ბეშიქთაშში” თამაშობდა. კატალონიელებს ის სათავისოდ არ სჭირდებათ და გაყიდვას უპირებენ. თავად ბოსნიელს კი ამბიცია არ აკლია, მას უნდა სერიოზული პროექტის სერიოზული ნაწილი...
ნაპოლის პრეზიდენტი: კვარაცხელია ნაპოლის ფეხბურთელია
ყველანაირი ეჭვები მოისპო: „ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა, რომ ხვიჩა კვარაცხელია მის კლუბში იქნება. დე ლაურენტისმა ეს ვრცელ ინტერვიუში თქვა, ბევრ საკითხს შეეხო და ასევე განაცხადა რომ ქართველის ტრანსფერი მოგვარებულია. როგორც იცით, ხვიჩა ბათუმის „დინამოში“ თამაშობს და მშვენიერ ფორმაშიც არის. „ნაპოლიში“ რა ამბებია? ამბობენ, რომ ლუჩანო სპალეტი, შესაძლოა, გაათავისუფლონ. სპალეტიმ, როგორც უკვე სისტემატურად ხდება...
ახალი რევოლუციონერი
გეხსომებათ, რამდენიმე თვის წინ ევროპის საფეხბურთო სუპერლიგა რომ დაარსდა და 12 გუნდმა ევროპული ფეხბურთის გადატრიალება მოინდომა. თუმცა, უეფამ მათი ახალი ტურნირის მცდელობა ჩანასახშივე მოსპო. შედეგად, სუპერლიგა 9 გუნდმა დატოვა და ერთგულნი მხოლოდ „ბარსელონა“, მადრიდის „რეალი“ და ტურინის „იუვენტუსი“ დარჩნენ. თუმცა, ისე ჩანს, რომ, ჩემპიონთა ლიგასა და ევროპის ლიგას მაინცდამაინც დიდი დღე არ უწერია. ევროტურნირები საფეხბურთო...
არ ესმით, არ ლაპარაკობენ, ვერ ხედავენ…
საბოლოოდ გადაწყდა, რომ ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი შეხვედრა „ბარსელონასა“ და „ნაპოლის“ შორის „კამპ ნოუზე“ გაიმართება. იტალიური კლუბი ძალიან ბევრს მუშაობდა, რომ ეს მატჩი სადმე სხვაგან ჩატარებულიყო და მიზეზად ესპანეთში შებრუნებული კორონავირუსი დაასახელა. უეფამ ეს მიზეზი არ მიიღო. თუმცა, ვერც „ბარსა“ იგრძნობს თავს შინაურ არენაზე, რადგან მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდება. თითქოს „ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტის ამითაც კმაყოფილი...
უეფა საბავშვო ბაღია
სანამ ლისაბონში ჩემპიონთა ლიგის „რვათა ფინალი” გაიმართება, მანამდე მერვედფინალურ წყვილებში დარჩენილი მატჩებია ჩასატარებელი. ერთ-ერთი მათგანი არის „ბარსელონა” —„ნაპოლი” (პირველი მატჩი 1:1). ამასობაში, ესპანეთში კორონავირუსის მეორე ტალღა „აფეთქდა” და კატალონიაში მატჩის ჩატარება საფრთხის ქვეშ დადგა. შედეგად, UEFA-მ გარანტიები მოითხოვა, ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრმა კი განაცხადა, რომ თამაშის ჩატარება სრულიად უსაფრთხო იქნება და „კამპ ნოუზე” თამაშის ნებართვა გასცა....









