იმაში, რომ ფრანგული პრესა ორი დღეა ხვიჩა კვარაცხელიაზე წერს გასაკვირი არაფერია. ქართველმა გარემარბმა „ჩელსისთან’’ ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში მოედანზე მხოლოდ ნახევარი საათი დაჰყო და ამ დროში საგოლე პასის გადაწოდებას პლუს ორი გოლის შეგდება მოახერხა. პსჟ-მ 5:2 მოიგო, „ეკიპის’’ ერთ-ერთი წერილი კი კვარას ზეიმს მიეძღვნა: რას ნიშნავს მისი ჟესტი? რას გამოხატავს კვარაცხელია ყოველი გოლის გატანის...
