„ლივერპულთან“ მარცხის შემდეგ ჯოზე მოურინიომ დაიწუწუნა, აუტებისთვის სპეციალურად ვემზადებოდით და მაინც აუტიდან გავუშვითო. მიაქციეთ ყურადღება: აუტების მოწოდებაში კი არა – მოგერიებაში ვარჯიშობდნენ. ამით სეუ ჟოზემაც აღიარა, რომ ლივერპულელთა ხელში აუტები ჯოჯოხეთურ იარაღად იქცა. ახლა კი გაიცანით: ტომას გრონემარკი – „ლივერპულის“ აუტების მწვრთნელი. მის შესახებ კლოპმა მშობლიური „ბილდიდან“ შეიტყო. სტატიაში ეწერა, რომ „გლადბახის“ ახალბედა ანდრეას პოულსენმა...
