„ბარსელონას“ ფანებისთვის ცოტა მოულოდნელი აღმოჩნდა კლუბის დირექტორატის გადაწყვეტილება. 14 იანვარს კატალონიური გრანდის საჭე კიკე სეტიენმა ჩაიბარა. კონტრაქტი 0.5+1+1 სისტემით გაფორმდა, მაგრამ ეს სულაც არ არის მთავარი. ყველას ერთადერთი კითხვა აწუხებს: რატომ სეტიენი, რომელსაც სამწვრთნელო ასპარეზზე დიდად არ დაუქუხია და არა იგივე ხავი? ხავის შემთხვევაში პასუხი მარტივია: „ბარსელონას“ დარი გრანდები შეთავაზებას, რომელზე უარის თქმაც შეუძლებელია, მხოლოდ...
