თქვენი აზრით, ვისთვის იყო გასული საფეხბურთო სეზონი ყველაზე წარმატებული? ზინედინ ზიდანისთვის? იურგენ კლოპისთვის? ტრიუმფი ტრიუმფად, მაგრამ ამ ხალხმა წარმატებაში მთელი თავისი ცოდნა, ნებისყოფა და ნერვები ჩადო. არადა, ამ დროს არსებობს ადამიანი, რომლისთვისაც ეს სეზონი არანაკლებ ტრიუმფალურია. ალვარო ოდრისოლა 24 წლისაა და ორი ქვეყნის ჩემპიონი ერთდროულად გახდა. ესპანელის კონტრაქტი მადრიდის „რეალს“ ეკუთვნის, სადაც იანვრამდე იბურთავა, მერე...
