„ლივერპულმა“ „ბრენტფორდს“ 3:0 მოუგო. ეს იყო ძალიან საჭირო შედეგი, მაგრამ არ იყო ის თამაში, რომელიც მერსისაიდელებს „მანჩესტერ სიტის“ გაუტოლებს. ინგლისურ პრესაში წერენ, რომ „წითლებს“ პეპ გვარდიოლას გუნდის დასაწევად სეზონის დარჩენილ პერიოდში თითქმის იდეალური ფეხბურთის თამაში დასჭირდებათ. „სიტი“ ხომ ის გუნდია, რომელმაც ზედიზედ 12 თამაში მოიგო და მისი „ტახტიდან ჩამოგდება“ იოლი საქმე არ არის. თუმცა ისიცაა,...
ჭდე: ალექს ოქსლეიდ ჩემბერლენი
ლანძღვა-გინების დღე ოცნებების თეატრში
„მანჩესტერ იუნაიტედმა” ამოიცნო და მოკვეთა ფანი, რომელმაც „ლივერპულის” მცველ ტრენტ ალექსანდერ-არნოლდს რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა. „სანმა” შეიტყო, რომ „ოლდ ტრეფორდის” უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა კაცი, რომელმაც არნოლდს დაუძახა: „შე f***ing შავო ….”-ო. ბოლო სიტყვას ვერ ჩავწერთ, რადგან ქალის გენიტალიას ნიშნავს, ყველაზე ვულგარული ფორმით. ეს ინციდენტი კვირას, „მანჩესტერ იუნაიტედისა” და „ლივერპულის” (0:0) შეხვედრაში მოხდა. ჯერ კიდევ პირველი ტაიმი მიმდინარეობდა,...
უთმო კაცსაც წითლად შეუღებეს თავი
„ლივერპულმა” ისტორიაში მეექვსედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა (თასი) და ზეიმიც დაიწყო! ეს ამბავი მადრიდის „ვანდა მეტროპოლიტანოზე” მოხდა, ფინალში „ტოტენჰემ ჰოთსპურთან” 2:0 გამარჯვების შემდეგ. გოლები გაიტანეს მოჰამედ სალაჰმა და დივოკ ორიჯიმ. მერსისაიდელთა მწვრთნელს იურგენ კლოპს სახეზე სიხარულთან ერთად შვებაც გამოეხატა. ეს იყო მისი პირველი ტროფი „წითლებთან” ერთად. და ეს იყო იმ სიმწარის გაბათილება, რომელიც ლივერპულელებმა ერთი წლის წინ...
ოქსლეიდ-ჩემბერლენს მთელი სეზონი გაუცდება
როგორც ჩანს „ლივერპულის” ვარსკვლავ ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენს მთელი შემდეგი სეზონი გაუცდება. 24 წლის ინგლისელმა ნახევარმცველმა მყესები აპრილის თვეში, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, „რომასთან” შეხვედრის დროს დაიზიანა. მერსისაიდელთა თავკაცმა იურგენ კლოპმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ოქსლეიდ-ჩემბერლენისთვის 2018-19 წლების სეზონი მთლიანად მკურნალობასა და რეაბილიტაციაში ჩაივლის. „ეს რომ ასე იქნებოდა იმთავითვე ვიცოდით. ოქსს ოპერაცია წარმატებით გაუკეთეს, მაგრამ ხანგრძლივი რეაბილიტაცია რომ...



