ჭდე: ალექსის სანჩესი

Home ალექსის სანჩესი
სანჩესი არავის ელაპარაკება
ჩანაწერი

სანჩესი არავის ელაპარაკება

ალექსის სანჩესი „მანჩესტერ იუნაიტედში” ცუდ ფორმაშია, რაც მის სანაკრებო ყოფაზეც აისახა. შეგახსენებთ, რომ სანჩესი „იუნაიტედში” „არსენალიდან” გადავიდა. იანვარში ის ჰენრიკ მხითარიანში გაცვალეს. მას მერე ჩილელი „ოლდ ტრეფორდზე” წვალობს და სახეირო არაფერი გამოსდის. თუ უახლოესი ერთი თვის განმავლობაში არაფერი შეიცვლება, მას „წითელი ეშმაკებიდან” წასვლა მოუწევს. არადა, მდგომარეობა რთულია. სანჩესმა მიმდინარე სეზონში ერთადერთი გოლი გაიტანა. ის ვერა...

მოურინიუ ვალენსიასაც შემოსწყრა
ჩანაწერი

მოურინიუ ვალენსიასაც შემოსწყრა

ინგლისური მას-მედია წერს, რომ ანტონიო ვალენსია იმ ფეხბურთელთა რიცხვს შეემატა, რომელსაც მწვრთნელ ჟოზე მოურინიუსთან ურთიერთობა დაეძაბა. „განსაკუთრებული” კაპიტანს იმიტომ შემოსწყრომია, რომ 33 წლის ეკვადორელი „კარაბაოს თასზე” „დერბისთან” შეხვედრას საერთოდ არ დასწრებია. მოგეხსენებათ, „იუნაიტედი” „დერბისთან” ყველასთვის მოულოდნელად დამარცხდა. მას-მედია წერს, რომ ახლა მოურინიუ ვალენსიას ფაქტობრივად აღარ ელაპარაკება. ვალენსია თამაშის განაცხადში არ იყო შეყვანილი, მაგრამ მოურინიუს მიაჩნია,...

გული ბოროტებისგან გაიწმინდეთ
ჩანაწერი

გული ბოროტებისგან გაიწმინდეთ

ალექსის სანჩესმა ინსტაგრამზე დაწერა, რომ მეგობარ ქალს, მაიტე როდრიგესს დაშორდა. „მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელმა, რომლის ჯამაგირიც კვირაში 505 ათასი გირვანქაა (1 705 062 ქართული ლარი) სევდიანი სიმღერის ფონზე გულშიჩამწვდომი წერილი დაწერა. სანჩესს ინსტრაგრამზე 9,5 მილიონი მიმდევარი ჰყავს, რომელთაც ფეხბურთელის მიერ PowerPoint-ის სტილში შესრულებული ბედნიერ დროთა მოსაგონებელი პრეზენტაციაც იხილეს. 29 წლის ჩილელმა დაწერა: „მე შენ ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ....

სანჩესი ამერიკაში შეუშვეს
ჩანაწერი

სანჩესი ამერიკაში შეუშვეს

ალექსის სანჩესმა ვიზის პრობლემები მოაგვარა და აშშ-ში „მანჩესტერ იუნაიტედის” სეზონისწინა შეკრებაზე გაემგზავრა. შეგახსენებთ, რომ 29 წლის ჩილელს აშშ-ის საკონსულო ქვეყანაში შესვლის ნებას არ აძლევდა. მიზეზი: „ბარსელონაში” თამაშის წლებში მან ესპანეთის საგადასახადო კანონი დაარღვია და პრობლემებიც ამას მოჰყვა. სანჩესი რეალური სირთულის წინაშე იდგა. სერულიად შესაძლებელი იყო მას „იუნაიტედის” ხუთივე ამხანაგური შეხვედრა გამოეტოვებინა. მართალია, ფორვარდი ქერინგტონის საწვრთნელ ბაზაზე...

სანჩესს ვიზა არ ჩაურტყეს
ჩანაწერი

სანჩესს ვიზა არ ჩაურტყეს

ალექსის სანჩესი ქერინგტონის საწვრთნელ ბაზაზე მარტო ვარჯიშობს, რადგან „მანჩესტერ იუნაიტედი” კალოფორნიაშია, ის კი აშშ-ში არ შეუშვეს, ვიზა არ მისცეს. ამ ინფორმაციაში მთავარი საკითხი ის არის, თუ რატომ არ შეუშვეს სანჩესი ამერიკაში. ეს ამბავი მისი „ბარსელონაში” თამაშის პერიოდთან და ესპანეთის სამეფოსთვის გადასახადების დამალვასთან გახლავთ დაკავშირებული. ჩილელ ფორვარდს საციხოდ ჰქონდა საქმე — 16 თვიანი პატიმრობა ელოდა, მაგრამ...

სადილის პრობლემა გადაჭრილია
ჩანაწერი

სადილის პრობლემა გადაჭრილია

ალექსის სანჩესი „მანჩესტერ იუნაიტედის” ბაზაზე, სასადილოში, თანაგუნდელებთან ერთად არ ჭამს, მარტო ყოფნა ურჩევნიაო, ატყდა მითქმა-მოთქმა. „დეილი სტარმა” ჩილელი ვარსკვლავის გამართლება სცადა. გაზეთმა დაწერა, სანჩესი სასადილოში მარტო იმიტომ შედის, რომ მოედანზე სხვებზე დიდხანს რჩება და დამატებით ვარჯიშობსო. „დეილი სტარის” ინფორმაციით ეს ამბავი კლუბის მავანმა თანამშრომელმა გამოიტანა, რითაც „არსენალიდან” ახალი გადასული ფორვარდის ამბავს ნათელი მოჰფინა. არადა ამბობდნენ,...

ნაჩხუბარი ჩილელები მანჩესტერ იუნაიტედში
ჩანაწერი

ნაჩხუბარი ჩილელები მანჩესტერ იუნაიტედში

ამბობენ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი” ზაფხულში ჩილელი არტურო ვიდალის ყიდვას აპირებს. მოგეხსენებათ, ვიდალი ამჟამად „ბაიერნში” თამაშობს, მაგრამ მისი მომავალი ჰაერში კიდია. ბუნდესლიგის ლიდერმა „შალკესგან” ლეონ გორეცკა დაიბევა და სეზონის დამთავრების შემდეგ მის კონტრაქტს ოფიციალურ სახეს მისცემს. ეს იმას ნიშნავს, რომ ვიდალის საქმე შეიძლება ცუდად წავიდეს, „მანჩესტერ იუნაიტედი” კი მზად არის 30 წლის ნახევარმცველი „ოლდ ტრეფორდზე” წაიყვანოს....

ძაღლის ბედი
ჩანაწერი

ძაღლის ბედი

როდესაც კვირაში 505 000 გირვანქას გიხდიან, რაც ევროებში 579 300-ს უდრის, შენთვის ყველა კარი ხსნილია. შენი ძაღლებისთვისაც. „მანჩესტერ იუნაიტედის” ახალ შენაძენზე, ჩილელ ალექსის სანჩესზე მოგახსენებთ. ის მანჩესტერის სასტუმრო „ლოური ოტელში” დაბინავდა, სადაც წესით ცხოველების შეყვანა აკრძალულია, მაგრამ… გააჩნია ვისთვის. ამქვეყნად წესი და სამართალი ხომ შერჩევითია. ერთი სიტყვით, სანჩესის ძაღლები ატომი და ჰამბერი (თუ ესპანურად უძახის,...

იან რაიტი: დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა…
ჩანაწერი

იან რაიტი: დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა…

„არსენალის” ლეგენდარულმა თავდამსხმელმა და „სანის” ბლოგერმა იან რაიტმა ალექსის სანჩესის „მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლაზე, უფრო კი ამ ტრანსფერის რევოლუციურ მნიშვნელობაზე მოსაზრება გამოთქვა, რომელსაც გთავაზობთ: „ალექსის სანჩესმა წლების განმავლობაში ბევრი გუნდის დაცვა დაარბია, ახლა კი იგივე სატრანსფერო სისტემას გაუკეთა. რა მნიშვნელობა აქვს, რატომ ამჯობინა მან „ოლდ ტრეფორდზე” გადაბარგება „ეტიჰედზე” გადასვლას. არ გინდათ იმაზე ფიქრი, მართალი იყო თუ...

არსენალში განხეთქილებაა
ჩანაწერი

არსენალში განხეთქილებაა

ტიერი ანრი ამბობს, რომ “არსენალის” გასახდელში ბზარია. “მეთოფეებმა” “კრისტალ პალასს” სტუმრად მოუგეს 3:2, ორი გოლი ჩილელმა ალექსის სანჩესმა გაიტანა, მაგრამ ახლო წარსულის დიდმა ვარსკვლავმა თავის ყოფილ გუნდს საგანგაშო ნიშნები შეამჩნია. “ფეხბურთელები ჯგუფებად არიან დაყოფილები. როდესაც სანჩესმა პირველი გოლი შეაგდო, მან თანაგუნდელებს საზეიმოდ უხმო. რატომ არ მიდიოდნენ ისინი? გოლი არ გაუხარდათ? როდესაც ფეხბურთელი იწყებს ფიქრს მიირბინოს...