16 ივლისს 18 საათზე ქუთაისის სარაგბო სტადიონ „აია არენაზე“ დაიწყება საქართველოსა და პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებთა ტესტ-მატჩი. ბორჯღალოსნები ზაფხულის სერიის დასკვნით მატჩს ამაღლებული განწყობით ხვდებიან, მათ ხომ გასულ კვირას ბათუმში თვით იტალია დასცეს! მაგრამ „ლობუშთან“ შეხვედრასაც ახლავს ქვეტექსტი: სწორედ „მგლებმა“ შეწყვიტეს ბორჯღალოსანთა გამარჯვებების მრავალწლიანი და მრავალმატჩიანი სერია. საუბარია „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატზე, სადაც 2017 წლის მარტში რუმინელებთან...
