წლების წინ ქართულ რესტორნებში მღეროდნენ ხოლმე – „ვისაც ვუყვარვარ, მე ის არ მიყვარს, ვინაც მე მიყვარს – არ მეკარება“… დაახლოებით იგივე სჭირს მიუნხენის „ბაიერნის“ მცველ დავიდ ალაბას. მის კონტრაქტს 2021 წელს გასდის ყავლი, მაგრამ ახალზე შეთანხმება ვერ ხერხდება. ფეხბურთელი წლიურად 20 მილიონ ევროზე მეტს ითხოვს. გერმანული კლუბის ბოსებმა მას აგრძნობინეს, ამხელა ხელფასი აშკარად გაწყენსო და,...
