მადრიდში დიეგო სიმეონეს „ატლეტიკოს’’ მორიგი იტალიელი ფეხბურთელი შეუერთდა. 23 წლის მარცხენა მცველის მატეო რუჯერის კვალს ქართველი გულშემატკივრისთვის კარგად ნაცნობი ჯაკომო რასპადორი დაადგა. „ნაპოლის’’ ყოფილი ფეხბურთელი, 25 წლის თავდამსხმელი, „მატრასების მკერავი’’ გახდა. რასპადორიმ „ნაპოლის’’ შემადგენლობაში ბოლო სამ წელიწადში ორი სკუდეტო მოიპოვა, მაგრამ სასტარტო შემადგენლობის მუდმივი წევრი არ ყოფილა. და აი, მისი თანაგუნდელის ჯოვანი სიმეონეს მამამ „ვანდა...
ჭდე: ჯაკომო რასპადორი
იყიდება რასპადორი, ოღონდ ძვირად
ამ ზაფხულს „ნაპოლი’’ სატრანსფერო ბაზარზე ძალიან აქტიურობს. მან პსვ-დან ნოა ლანგი, ხოლო „უდინეზედან’’ ლორენცო ლუკა იყიდა (25 და 35 მილიონ ევროდ), რაც იმას ნიშნავს, რომ იტალიის ნაკრების თავდამსხმელ ჯაკომო რასპადორის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის შანსი შეუმცირდა. არადა, რასპადორი გასული სეზონის მიწურულს ანტონიო კონტესთვის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა იყო. იტალიური მედია წერს, რომ რასპადორის შანსებს გუნდში დავიდ ნერეშის...
იყიდება რასპადორი
„ნაპოლის’’ თავდამსხმელის ჯაკომო რასპადორის შეძენით „რომა’’ და „იუვენტუსი’’ დაინტერესდნენ. რომაული და ტურინული კლუბები „პარტენოპეელებს’’ ფეხბურთელების გაცვლას სთავაზობენ. ასე მაგალითად, „რომა’’ „ნაპოლის’’ რასპადორის სანაცვლოდ თავის კაპიტანს ლორენცო პელეგრინის სთავაზობს, მაგრამ როგორც იტალიური საიტები წერენ ჯერ დასადგენია სურს თუ არა თავად პელეგრინის დედაქალაქის დატოვება. თუ სურს, მაშინ მხარეებს უკვე ეკონომიკური საკითხის მოგვარებაზე შეუძლიათ მუშაობა. რაც შეეხება „იუვენტუსს’’,...
რასპადორის საკითხი
სატრანსფერო ბაზრის ბოლო ამბებიდან ყურადღებას ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელის, ანტონიო კონტეს მიერ მივიწყებული ჯაკომო რასპადორის ამბავი იპყრობს. როგორც ირკვევა „ნაპოლის’’ თავდამსხმელის შეძენა ბევრ კლუბს სურს, რომელთაგან ყველაზე მეტად „ატალანტა’’ და „მარსელი’’ აქტიურობენ. მერე მოდის „იუვენტუსი’’, რომელიც ამ ეტაპზე სასურველ ფეხბურთელთა შესახებ ინფორმაციას აგროვებს რათა საიანვრო კანდიდატები ერთმანეთს შეადაროს. ასეთ ვითარებაში, იტალიური მედიის აზრით, ყველაზე სავარაუდო მოთამაშის...
რასპადორი – ფიქრები ატალანტაზე
„ატალანტა’’ ჯაკომო რასპადორის გადაბირებაზე კარგა ხანია ფიქრობს. ბერგამოელებს შეტევის გაძლიერება სურთ. „ნაპოლის’’ მოთამაშე ჯან პიერო გასპერინის ძალიან მოსწონს და იმედი აქვს, რომ ანტონიო კონტე მას შეელევა. ის ხომ რასპადორის ფაქტობრივად არ იყენებს. calciomercato წერს, რომ „ატალანტა’’ ზამთრის სატრანსფერო ბაზრობის დროს აპირებს „პარტენოპეელთათვის’’ ოფიციალური წინადადების გაგზავნას. პორტალი იმასაც წერს, რომ „ატალანტა’’ ფეხბურთელისთვის კარგი ვარიანტია. გუნდს იანვარში...
რასპადორი – ნაკრებში ბრწყინვალე და ნაპოლიში დაკარგული
ძლიერად დაიწყო ერთა ლიგის გათამაშება იტალიის ნაკრებმა ლუჩანო სპალეტის ხელმძღვანელობით. პირველ შეხვედრაში მან პარიზში „საფრანგეთს” მოუგო (3:1), წუხელ კი ისრაელს აჯობა ბუდაპეშტში (ნეიტრალურ მოედანზე) 2:1. სპალეტიმ ორივე შეხვედრაში ათამაშა ქართველი გულშემატკივრისთვის კარგად ნაცნობი ჯაკომო რასპადორი, რომელიც საფრანგეთთან შესვენების შემდეგ შეიყვანა მოედანზე, ხოლო ისრაელთან 63 წუთის შემდეგ შეცვალა. „ნაპოლის” თავდამსხმელმა საფრანგეთს გოლი გაუტანა, ისრაელის მეკარემ კი...
რა უთხრა კვარამ სოფლელ სტუდენტს?
ჯაკომო რასპადორიმ „ნაპოლის” იუთუბ-არხზე პოდკასტ Drive e Talk-ს ინტერვიუ მისცა, რომლის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მომენტი ის არის, სადაც იტალიელი თავდამსხმელი 2022-23 წლების სეზონში, ტურინში „იუვენტუსის” კარში გატანილ გოლს იხსენებს: „ტურინში გატანილი გოლი გარდა იმისა, რომ პირადად ჩემთვის იყო მნიშვნელოვანი, ვფიქრობ ყველა ნეაპოლელისთვის განსაკუთრებული აღმოჩნდა. მე ის ჩემი თანაგუნდელებისთვის გავიტანე, მაგრამ ყველას საკუთრება გამოვიდა. მისი მნიშვნელობა...
დღეს კვარა ნამდვილად არ იქნება
დღეს, საქართველოს დროით 22:45-ზე უდინეში „სტადიო ფრიულიზე”, რომელსაც ოფიციალურად „ბლუენერჯი სთედიუმი” ჰქვია, მე-18 ადგილზე მყოფი „უდინეზე” მე-9 ადგილზე მყოფ „ნაპოლის” უმასპინძლებს. ნეაპოლელებს არ ეყოლებათ ხვიჩა კვარაცხელია. „სტადიო ფრიული” ის სარბიელია, რომელზეც შარშან, 2023 წლის 4 მაისს „ნაპოლიმ” 1:1 ითამაშა და ოფიციალურად გაინაღდა იტალიის ჩემპიონის წოდება. ისედაც მნიშვნელოვან შეხვედრას ვერონაში „ფიორენტინას” გუშინდელმა წაგებამ (1:2) დამატებითი ნაპერწკალი...
18 რომელიც 81 გახდა
გთავაზობთ ამონარიდებს ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელის, „ნაპოლისა” და იტალიის ნაკრების თავდამსხმელის ჯაკომო რასპადორის ინტერვიუდან. კასტელ მაჯორე ის ადგილია სადაც დავიბადე. ჩემს მშობლიურ ქალაქთან, მის მაცხოვრებლებთან და ოჯახთან უწყვეტი, ძლ კავშირი მაქვს. ფეხბურთის თამაშიც იქ დავიწყე, გუნდში, რომელსაც „პროგრესო კალჩო” ერქვა. მე ამ გუნდში გავიზარდე. ნომერი მაისურზე: თავდაპირველად ჩემი ნომერი იყო 18. ეს ჩემი დაბადების თარიღია. გამიმართლა,...
ჩვენთან არავინ არავის შემცვლელი არ არის
„ნაპოლისა” და „უნიონ ბერლინის” ჩემპიონთალიგური შეხვედრის წინა პრეს-კონფერენციაზე ნეაპოლელი ფეხბურთელებიდან ჟურნალისტების წინაშე ჯაკომო რასპადორი წარსდგა. მან თქვა: „გოლების გატანა არა მხოლოდ თავდამსხმელისთვის, არამედ ნებისმიერი ამპლუის ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანია. ის საკუთარი თავის რწმენას და წარმატების შეგრძნებას იძლევა. შემტევისთვის კი მას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს… ოსიმენის დაბრუნება? მე მზად ვარ გუნდს ნებისმიერ პოზიციაზე ვემსახურო. გუნდი ზუსტად მაშინ არის ძლიერი,...









