თომას ტუხელი და ანტონიო კონტე „ჩელსისა” და „ტოტენჰემის” შეხვედრის (2:2) ბოლოს მოედნიდან გააძევეს. მწვრთნელები პირველად მაშინ წაეკიდნენ ერთმანეთს, როდესაც „ტოტენჰემის” ფეხბურთელმა პიერ ემილ ჰოიბერგმა კალიდუ კულიბალის გოლი გაქვითა — ამ ეპიზოდში მსაჯმა მათ ყვითელი ბარათი ამოუღო. შემდეგ კი არბიტრმა ორივე გუნდის თავკაცი მოედნიდან გააძევა. მიზეზი: საფინალო სასტვენის შემდეგ როდესაც გერმანელმა და იტალიელმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს,...
ჭდე: ჩელსი
ჩელსი ცხრა ნომრის გარეშე იწყებს
„ჩელსის” თავკაცმა თომას ტუხელმა განაცხადა, რომ მათ გუნდში ცხრა ნომრიანი მაისურა დაწყევლილია და მისი ჩაცმა არავის უნდა. დასავლეთ ლონდონელები ახალ პრემიერლიგურ ორომტრიალში დღეს ებმებიან. ისინი ლივერპულში „ევერტონს” უნდა შეხვდნენ, მაგრამ ცენტრალური თავდამსხმელის კლასიკური მაისურისა და კაცმა რომ თქვას, თავად ნომინალური ცენტრალური თავდამსხმელის გარეშე. ბოლო ცნობილი ფეხბურთელი, ვინც „ჩელსიში” ცხრანომრიანი მაისურით თამაში გაბედა, გახლდათ 97,5 მილიონ...
ნაპოლის ნავასიც უნდა
ბოლო ცნობების თანახმად „ნაპოლი” კეილორ ნავასის ყიდვაზე მუშაობს. იმავდროულად, ხვიჩა კვარაცხელიას კლუბი „ჩელსიდან” კეპა არისაბალაგას გადაბირებასაც აპირებს. პარტენოპეელები (პარტენოპეის რესპუბლიკა იყო ნახევრად ავტონომიური წარმონაქმნი ნეაპოლის სამეფოს ტერიტორიაზე, რომელსაც საფრანგეთის პირველი რესპუბლიკა უჭერდა მხარს. მან იარსება 1799 წლის 21 იანვრიდან 13 ივნისამდე. მის გამო კლუბ „ნაპოლის” ფეხბურთელებს პარტენოპეელებს ეძახიან) გამალებულები ეძებენ მეკარეს. კოლუმბიელი დავიდ ოსპინა ივლისში...
პრემიერლიგა ლივერპულს მოაგებინეს
სუპერკომპიუტერმა, რომელიც პროგნოზს უამრავი ანალიტიკური თუ სტატისტიკური მონაცემების გადამუშავების საფუძველზე აკეთებს, 2022-2023 წლების პრემიერლიგის სეზონში გამარჯვების ყველაზე მეტი შანსი „ლივერპულს“ მისცა (49,7%). შემდეგ მოდის „მანჩესტერ სიტი“ (47%). ოთხეულში ასევე უნდა მოხვდნენ „მანჩესტერ იუნაიტედი“ (25,56%) და „არსენალი“ (22%). „ტოტენჰემს“ (1,81%) და „ჩელსის“ (1,10%) საკმაოდ დაბალი პროცენტი მისცეს. დანარჩენ გუნდებს კი გამარჯვების 0,2%-ზე ნაკლები შანსი აქვთ. ასევე...
კეპა ხვიჩას თანაგუნდელი ხდება
იტალიური მას-მედიის ცნობით ესპანელი, ბასკი მეკარე კეპა არისაბალაგა „ნაპოლიში” გადასვლასთან არის ძალიან ახლოს. „ჩელსიში” იმედგაცრუებული 27 წლის გოლკიპერი ერთი სეზონით, იჯარის წესით, ხვიჩა კვარაცხელიას კლუბში აპირებს ძალის მოსინჯვას. 2018 წელს, როდესაც კეპა „ბილბაოდან” „ჩელიში” გადავიდა, ლონდონურმა კლუბმა მასში 82 მილიონი დოლარი გადაიხადა, რაც მეკარისთვის სარეკორდო ფასი იყო. მისდა სამწუხაროდ, ბასკ გოლკიპერს ახასიათებდა შეცდომები, რის გამოც...
ამხანაგური მაინც ამხანაგურია
„არსენალის” მწვრთნელმა მიკელ არტეტამ თავისი ფეხბურთელები გააფრთხილა, რომ შესანიშნავი სეზონისწინა შედეგების მიუხედავად, სამუშაო კიდევ ბევრი აქვთ. „მეთოფეებმა” „ჩელსის” 4:0 მოუგეს. ეს ოთხ საკონტროლო შეხვედრაში მეოთხე გამარჯვება გახლდათ. ჩრდილო ლონდონელებს დარჩათ ორი ამხანაგური შეხვედრა, „ბრენტფორდთან” და „სევილიასთან”, 5 აგვისტოს კი „კრისტალ პალასთან” სტუმრობით გუნდი პრემიერლიგას იწყებს. „ჩელსის” კარში პირველი გოლი ახალწვეულმა გაბრიელ ჟესუსმა გაიტანა. შემდეგ, მარტინ...
კუნდეს უცნაური მოგზაურობა
ჟიულ კუნდეს უხერხული ისტორია გადახდა. ამბობენ, მის გამო კინაღამ „ჩელსიში” გადასვლა ჩაეშალაო. საქმე ასე იყო: „სევილია” სეზონისწინა შეკრებაზე პორტუგალიაში გაემგზავრა, ფრანგი მცველი კი არ წაიყვანა, რადგან ესპანური კლუბი „ჩელსისთან” აწარმოებდა გამალებულ მოლაპარაკებებს. მხარეები კუნდეს ხუთწლიან ტრანსფერზე შეთანხმებულები იყვნენ. დაითქვა თანხაც, 55 მილიონი გირვანქა, 23 წლის ფეხბურთელმა კი ყველასთვის მოულოდნელად თავი დაადო და სევილიელთა ბანაკში ჩავიდა....
კუნდეს ამერიკაში მიეჩქარება
„ჩელსის” ხვავრიელი კვირა აქვს: სამი ახალი ფეხბურთელი შეიძინა. სამივე ერთად 133,5 მილიონი გირვანქა ჯდება. მესამე, რომელთანაც ლონდონელებმა გუშინ შეათანხმეს ყველაფერი არის 23 წლის ჟიულ კუნდე, რომელიც აქამდე „სევილიაში” თამაშობდა და რომლის გადაბირებაც თომას ტუხელს ჯერ კიდევ იანვრის სატრანსფერო ბაზარზე უნდოდა. ამრიგად, ფრანგი მცველი ინგლისის გზას დაადგა. ხვალ მან ბრიტანეთის დედაქალაქში სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს, იქ...
აუცრელებს ეჭვის თვალით უყურებენ
„ჩელსის” მწვრთნელმა თომას ტუხელმა თქვა, რომ ამიერიდან კარგად დაფიქრდება, სანამ აუცრელ ფეხბურთელებს იყიდის. საქმე ის არის, რომ მის ორ წამყვან მოთამაშეს ნგოლო კანტესა და რუბენ ლოფტუს-ჩიკს ამერიკაში სეზონისწინა შეკრება გაუცდათ. მიზეზი: ვაქცინირებულები არ იყვნენ. ამრიგად, ორი ნახევარმცველი შინ დარჩა, დანარჩენმა გუნდმა კი ატლანტის ოკეანე გადაკვეთა და ჩავიდა შეერთებულ შტატებში, სადაც ადამიანებს, რომლებიც სრულად აცრილები არ...
ნაპოლის მინუს ერთი გამოცდილი კაცი
ვერ გეტყვით რანაირად იმოქმედებს ეს ამბავი ხვიჩა კვარაცხელიას ახალ კლუბ „ნაპოლიზე” ან პირადად ხვიჩაზე, მაგრამ ნეაპოლელთა სენეგალელი ცენტრალური მცველი, 31 წლის კალიდუ კულიბალი ამბობს, რომ „ჩელსიში” ფაქტობრივად გადასულია. მოგეხსენებათ, ლონდონელებს ერთბაშად ორი მოთამაშე მოაკლდათ, ანტონიო რუდიგერი და ანდრეას კრისტენსენი, რის გამოც ისინი მათი შემცვლელების ძიებაში არიან. კულიბალი ზუსტად იმ თვისებებით არის დაჯილდოებული, „ლურჯების” გერმანელ მწვრთნელს...









