პატრის ევრამ პარიზში ჩატარებულ „ოქროს ბურთის“ ცერემონიალში რასიზმი დაინახა. „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ვარსკვლავმა, 40 წლის გაფრანგებულმა სენეგალელმა თქვა, რომ საუკეთესო მეკარისთვის განკუთვნილი პრიზი, რომელიც ლევ იაშინის სახელს ატარებს, „ჩელსის“ გოლკიპერ ედუარ მენდის ეკუთვნოდა, „პარი სენ ჟერმენიის“ იტალიელ კარის მცველ ჯანლუიჯი დონარუმას კი იმიტომ მისცეს, რომ ის თეთრკანიანია. მენდიმ „ჩელსის“ შემადგენლობაში 2021 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო....
ჭდე: ჩელსი
ვეტერანები ერთმანეთს მისდგნენ
ინგლისში ერთმანეთს ვეტერანებმა შეუტიეს. ჯეიმი კარაგერი და რიო ფერდინანდი ნაკრებში თანაგუნდელები იყვნენ, მაგრამ „სიბერეში“ ერთმანეთზე მწარეების ლაპარაკი დაიწყეს. ჯერ ფერდინანდმა თქვა კარაგერზე აუგი, მერე კი კარაგერმა უპასუხა. ყველაფერი კარაგერის და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი კაპიტნის როი კინის ცხარე კამათით დაიწყო. კამათის მიზეზი გახლდათ კრიშტიანუ რონალდუ. კინმა პორტუგალიელი აქო, „ლივერპულის“ ყოფილმა ვარსკვლავმა კი აკრიტიკა. ფერდინანდის კომენტარიც ამის...
გვარდიოლას მესიჯი, რომელიც წაიშალა
ფრენკ ლემპარდი, რომელიც ახლა 43 წლისაა, „ჩელსის“ 18 თვის მანძილზე ხელმძღვანელობდა. 2021 წლის იანვარში ის თანამდებობიდან მოხსნეს და მის ადგილას თომას ტუხელი დანიშნეს. ლემპარდის საქმეები დასავლეთ ლონდონელთა მწვრთნელის პოსტზე თავიდანვე ვერ აეწყო კარგად. დებიუტის დღეს, 2019 წლის აგვისტოში, ლემპარდმა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ 0:4 წააგო, სამი დღის შემდეგ კი ევროპის სუპერთასზე „ლივერპულთან“ პენალტებით დამარცხდა – 6:7. „სქაი...
ფაბრეგასი: მე მას ვერ შევეგუე
ესპანელმა ვარსკვლავმა სესკ ფაბრეგასმა გაიხსენა „ჩელსიში“ ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით მუშაობის პერიოდი და „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ ფეხბურთელებს უთხრა, თუ რას უნდა ელოდნენ იტალიელი მწვრთნელისგან. მოგეხსენებათ, ამ თვეში კონტე ინგლისში დაბრუნდა, სადაც „სფურზი“ ჩაიბარა. ჩრდილო ლონდონელებს პორტუგალიელი თავკაცი ნუნუ ესპირიტო სანტო არ გამოადგათ და თანამდებობიდან მოხსნეს. ფაბრეგასი 34 წლისაა, „მონაკოში“ კარიერას ასრულებს. მისი აღწერით, კონტე არის ხელმძღვანელი, რომელსაც...
წაიყვანეთ თქვენი საული!
„დიარიო სპორტი“ წერს, რომ „ჩელსის“ ნახევარმცველი საულ ნიგუესი სათადარიგო სკამზე მჯდომ ფეხბურთელთა შორის ყველაზე ძვირფასია — ფეხბურთელთა ბაზარზე მისი ფასი 40 მილიონი ევროა. ის ლონდონელებმა „ატლეტიკოს“ იჯარით გამოართვეს და… ფაქტობრივად არ ათამაშებენ. სკამზე ჩამომჯდარ ფეხბურთელთა სიაში საულს მოსდევენ ბრაიან ხილი (30 მილიონი), დონი ვან დე ბეეკი (25 მილიონი), ლუკა იოვიჩი (20 მილიონი), რეინერ ჟესუსი (16...
ოუენი: ლიგას ლივერპული მოიგებს!
„ლივერპული“ ჩემპიონთა თასს მოიგებს, ხოლო პრემიერლიგამ სხვა ევროპული ჩემპიონატები ჩამოიტოვა — ასე ფიქრობს ჩემპიონთა ლიგის წუხანდელი თამაშების შემდეგ მერსისაიდელებისა და ინგლისის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი მაიკ ოუენი. იურგენ კლოპის გუნდმა 2:0 აჯობა მადრიდის „ატლეტიკოს“ და პირველი ადგილით ფლეი-ოფში გასვლა ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე გაინაღდა. არადა, B ჯგუფში მისი მეტოქეები „ატლეტების“ გარდა „მილანი“ და „პორტუ“...
კეპა ჩელსის ისტორიაა
გუშინ ლონდონურმა „ჩელსიმ“ ინგლისის ლიგის თასის 1/8-ფინალში „საუთჰემპტონი“ პენალტების სერიაში 4:3 დაამარცხა. მანამდე, იმავე ტურნირის 1/16-ფინალში „ასტონ ვილასთან“ მატჩიც პენალტების სერიით დასრულდა – 4:3. კიდევ უფრო ადრე იყო ევროპის სუპერთასის მატჩი „ვილიარეალთან“ და ასევე პენალტების სერია – 6:5. სამივე ამ შემთხვევაში „ჩელსის“ კარს კეპა არისაბალაგა იცავდა. მან ლონდონურ კლუბში 7-დან 5-ჯერ მიიყვანა პენალტების სერია გამარჯვებამდე....
ჩელსი საჩემპიონო გუნდი არ არის
შვიდი ტურის შემდეგ პრემიერლიგის ცხრილს „ჩელსი“ ლიდერობს, მაგრამ წარსულში ცნობილი გერმანელი ფეხბურთელისა და ამჟამად სატელევიზიო ექსპერტის დიტმარ ჰამანის აზრით თომას ტუხელს საჩემპიონო გუნდი არ ჰყავს. ჰამანს ინგლისურ კლუბებში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს. ის იყო „ნიუკასლის“ (1998-99), „ლივერპულის“ (1999-2006), „ბოლტონის“ (2006), „მანჩესტერ სიტის“ (2006-09) და „მილტონის“ (2010-11) ფეხბურთელი. მან თავისი შეხედულება სატელევიზიო გადაცემა „გოლში“ გამოთქვა. „ჩემი...
ლიგის მოგება ოცნებაა და არა ვალდებულება
ფრანგული პსჟ-ის არგენტინელმა თავკაცმა მაურისიო პოჩეტინომ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ფავორიტებზე და საკუთარი გუნდის როლზე ისაუბრა: „ჩვენი გუნდისთვის ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვება ოცნება უნდა იყოს და არა ვალდებულება. ფეხბურთელი ვალდებულებათა წნეხის ქვეშ ვერ ითამაშებს. მას სურვილი და გამარჯვებაზე ოცნება უნდა ამოძრავებდეს. მიმდინარე გათამაშების ფავორიტი ისევ „ჩელსია“, ჩვენ კი მხოლოდ კონკურენტები ვართ. „ჩელსიმ“ ზაფხულში ტრანსფერებზე დიდი ფული...
აბრამოვიჩს ედენის ედემში დაბრუნება სურს
30 წლის ედენ აზარი შეიძლება „ჩელსიში“ დაბრუნდეს — დასავლეთ ლონდონის კლუბმა „რეალთან“ არაფორმალური მოლაპარაკებები წამოიწყო. ბელგიელმა ვარსკვლავმა „ჩელსი“ 2019 წელს დატოვა. მადრიდელებმა მასში 115 მილიონი ევრო გადაიხადეს, მაგრამ ტრანსფერმა არ გაამართლა. აზარმა „თეთრების“ შემადგენლობაში უფრო მეტი თამაში (57) გამოტოვა, ვიდრე ჩაატარა (51); ის მეტწილად დაშავებული იყო. თავისი გუნდის ყოფილი ვარსკვლავის შემყურე „ჩელსის“ მეპატრონე რომან აბრამოვიჩი...









