დღეს, „ბარსელონაში” ჩავი 33 ფეხბურთელთან მუშაობს, ლა ლიგა კი განაცხადში 25 კაცის შეყვანის უფლებას იძლევა. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ კლუბი ზედმეტ ფეხბურთელებს არ გაუშვებს, ხელფასებთან დაკავშირებულ არეულობას მაისურებთან დაკავშირებული არეულობაც დაემატება — მოთამაშეთა მთელი ჯგუფი ნომრების გარეშე დარჩება. ფეხბურთელების სიჭარბის პრობლემა აშკარაა და ამ ხალხს შეგიძლიათ დაამატოთ კიდევ ორი კაცი, რომელთა გადაბირებაც „ბარსელონას” დირექტორატს...
ჭდე: ჩავი
მალე გაიტანს…
„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი, ჩავი, გუნდის ახალწვეულ რობერტ ლევანდოვსკიზე ესაუბრა ჟურნალისტებს. „მართალია რობერტმა „ნიუ-იორკთან“ თავი ვერ გამოიჩინა, მაგრამ ეს პრობლემა არ არის. ვარჯიშებზე მას საკმაოდ ბევრი ბურთი გააქვს და ეს მაიმედებს. ასევე იყვნენ ლუის სუარესი და ფერნან ტორესი, როცა გუნდში მოვიდნენ, მაგრამ მალევე აუღეს ალღო „ბარსელონას“ სტილს. ასე იქნება რობერტიც“, – ამბობს ჩავი. „ბარსელონას“ „ნიუ-იორკთან“ 30...
ვინ შექმნა რაფინია?
„ბარსელონას” ახალი შენაძენი რაფინია კატალონიურ კლუბს 45 მილიონი ევრო დაუჯდა. არადა, სულ რაღაც ორი სეზონის წინ ბრაზილიელის წინა კლუბმა „ლიდს იუნაიტედმა” „რენს” მის სანაცვლოდ 16 მილიონი გადაუხადა. როგორც ირკვევა, 25 წლის მარჯვენა გარემარბისთვის სწორედ ეს ორი წელიწადი იყო უმნიშვნელოვანესი. რაფაელ დიას ბელოლის ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში მხოლოდ 9 მატჩი აქვს ნათამაშები. ამ შეხვედრებში მან სულ 3...
2:8 არავის უხსენებია
რობერტ ლევანდოვსკი „ბარსელონაში” გადასვლით კმაყოფილია, ჩავის როგორც მწვრთნელს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს და ამბობს, რომ 34 წლისა თავს გაცილებით ახალგაზრდად გრძნობს, ვიდრე პირადობის მოწმობაში უწერია. — თქვენთან ერთად „ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგის მოგების მეტი შანსი აქვს? — აქ იმიტომ გადმოვედი, რომ ტიტულები მოვიგო, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემპიონთა თასია, მაგრამ საქმეს ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა კეთება. — პირველი დღეების...
ჩავი ხუთს ყრის, ორს ელაპარაკება
„ბარსელონას” თავკაცმა ჩავიმ მიზეზთა გამო ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასვლა დაიგვიანა, მაგრამ გუნდს მკაცრად და მკაფიოდ მართავს. შეუერთდა თუ არა დელეგაციას, ყოფილმა ვარსკვლავმა ტექნიკური დეპარტამენტის წევრებთან გამართა შეხვედრა, რომელზეც ფრენკი დე იონგისა და მემფის დეპაის საკითხი დააყენა. ახლა, როდესაც „ზემოთ” საქმე გარკვეულია, ჩავი უშუალოდ ჰოლანდიელებს შეხვდება და მათთან მოაგვარებს წასვლა-დარჩენის ამბავს. „სპორტი” წერს, რომ ჩავიმ კლუბის...
ჩავი ჩავა
„ბარსელონას” მწვრთნელი ჩავი გუნდს ამერიკის შეერთებულ შტატებში ხვალ შეუერთდება. ფეხბურთელები უკვე მაიამიში არიან. მათ იქ ოთხი ამხანაგური შეხვედრა უნდა გამართონ. ჩავის აშშ-ში შესვლა იმიტომ დაბრკოლდა, რომ ის გარკვეულ პირობებს ვერ აკმაყოფილებდა. კერძოდ, ირანში ნამყოფ ადამიანებს ამერიკის საზღვრის გადაკვეთისთვის თურმე საგანგებო ნებართვა სჭირდებათ, ჩავის კი ყატარის „ალ სადში” მუშაობის დროს უწევდა ირანში ჩასვლა. AS წერს, რომ...
არაუხო გონს მოეგო
„ბარსელონას” ფეხბურთელი რონალდ არაუხო საავადმყოფოში გონს მოეგო და ახლა კარგად არის. მან „სელტასთან” შეხვედრაში დაკარგა გონება. მატჩი „კამპ ნოუზე” გაიმართა. „ბარსამ” გაიმარჯვა 3:1. გამარჯვებულთაგან ერთი გოლი გაიტანა მემფის დეპაიმ, ორი — პიერ-ემერიკ ობამეიანგმა. „სელტას” ფეხბურთელთაგან ერთით იაგო ასპასმა უპასუხა. სწორედ ამ შეხვედრის მეორე ტაიმში შეეჯახნენ ერთმანეთს თავებით თანაგუნდელები, არაუხო და გავი. შეჯახების შემდეგ არაუხო წამოდგა...
ელ კლასიკო ბენზემას გარეშე
ქარიმ ბენზემა „რეალი“ – „ბარსელონას“ მატჩს გამოტოვებს. „ელ კლასიკო“ 20 მარტს გაიმართება მადრიდში. ბენზემას გარეშე „რეალი“ წარმოუდგენელიც კი გახდა, ასე რომ, ეს დიდი დანაკლისია. მადრიდელთა ცხრიანმა „მალიორკასთან“ შეხვედრაში კუნთი დაიზიანა და ვერც პარასკევს ივარჯიშა, ვერც შაბათს. ესპანელები წერენ, რომ ამ ეტაპზე ბენზემას თამაში გამორიცხულია და საფრანგეთის ნაკრებსაც დააკლდება მარტის ბოლოს ჩასატარებელ ამხანაგურებში. ჩავის „ბარსელონას“ კი...
ციდან ჩამოვარდნილი საჩუქარი
„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა გუნდის გაბონელ ახალწვეულს, პიერ-ემერიკ ობამეიანგს ციდან ჩამოვარდნილი საჩუქარი უწოდა. „ობამეიანგი ციდან ჩამოვარდნილი საჩუქარივით დაგვეცა თავზე. საქმე არა მხოლოდ მის გოლებშია. მნიშვნელოვანია მისი პროფესიონალიზმი. როგორ ვარჯიშობს, როგორი დამოკიდებულება აქვს კლუბისა და პარტნიორების მიმართ. ყველასათვის მისაბაძი მოთამაშეა“, – ამბობს ჩავი. ობამეიანგი „ბარსელონას“ წლეულს თებერვლის დასაწყისში შეუერთდა. დღემდე მან კატალონიურ კლუბში 6 მატჩი...
ვინ ეტყვის ბარსელონას „არა“-ს?
სად გადავა ერლინგ ჰოლანდი? სამი ფავორიტია გამოკვეთილი: „მანჩესტერ სიტი“, „რეალი“ და „ბარსელონა“. ხან ერთზე წერენ, ხან მეორეზე, ხან მესამეზე, თუმცა ისიც ფაქტია, რომ „დორტმუნდის“ ნორვეგიელ ფორვარდს ტრავმები მიეძალა. აი, „ბარსას“ მწვრთნელის, ჩავის კომენტარიც: „ჯერ არ ვიცი ფეხბურთელი, რომელსაც „ბარსელონასთვის“ ერთქვას „არა“. ფეხბურთელს უნდა გააგებინო, რომ ეს სათავისო კლუბია, საუკეთესოა და შენანიშნავ ქალაქში ითამაშებს. სხვა ვერაფერს...









