ჭდე: ჩაბი ალონსო

Home ჩაბი ალონსო
ტრავმას ჩაბის აბრალებენ
ჩანაწერი

ტრავმას ჩაბის აბრალებენ

მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ამ სეზონში ფეხბურთელთა ტრავმების დიდი რაოდენობა გამოწვეულია ყოფილი მწვრთნელის, ჩაბი ალონსოს მიერ ჩატარებული ცუდი მოსამზადებელი პერიოდით.. ამ სეზონში „რეალის“ ბევრმა წამყვანმა ფეხბურთელმა მიიღო ტრავმა, მათ შორის კილიან მბაპემ, ჯუდ ბელინგემმა, ტიბო კურტუამ და ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა, შედეგად კი  ახალგაზრდული გუნდის ისეთმა ისეთმა წევრებმა, როგორებიც არიან დავიდ ხიმენეს კორედორი და ტიაგო პიტარჩი,...

ალბათ მაინც ალონსო
ჩანაწერი

ალბათ მაინც ალონსო

ალისონ ბეკერი კიდევ ერთი წლით რჩება „ლივერპულში’’. რას ნიშნავს ეს? დარჩება გიორგი მამარდაშვილი „ენფილდზე’’ და იჯდება სკამზე თუ მოძებნის კლუბს სადაც თუნდაც იჯარის წესით ითამაშებს ერთი სეზონის განმავლობაში? ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს, „ლივერპულში’’ კი სულ უფრო მეტს ლაპარაკობენ მწვრთნელის არნე სლოტის გაშვებასა და მისი შემცვლელის მოძებნაზე. სადღეისოდ ჰოლანდიელის შეცვლის ყველაზე დიდი შანსი მერსისაიდელთა...

არაო, მაგრამო…
ჩანაწერი

არაო, მაგრამო…

იურგენ კლოპის სახელი „რეალთან’’ დააკავშირეს. 58 წლის გერმანელი „ლივერპულიდან’’ 2024 წელს წავიდა. წასვლის წინ მან თქვა, რომ დიდ ფეხბურთში მუშაობისთვის საჭირო ენერგიის მარაგი ამოწურა, თუმცა ამ დღეებში AFP-თვის მიცემულ ინტერვიუში ჭოჭმანი დაეტყო: „ჯერჯერობით ისეთ ადგილას ვმუშაობ, სადაც, როგორც ადამიანი, თავს კომფორტულად და მშვიდობიანად ვგრძნობ. ამწუთას სხვაგან ყოფნა არ მინდა. შეიძლება „რეალი’’ ჩემით მართლა არის დაინტერესებული,...

ალონსო წავიდა, ალვარო – მივიდა
ჩანაწერი

ალონსო წავიდა, ალვარო – მივიდა

ალვარო არბელოა „რეალის“ ახალი მწვრთნელია. ინფორმაცია მადრიდულმა კლუბმა გაავრცელა. ესპანელმა პოსტზე ჩაბი ალონსო შეცვალა, რომელმაც გუნდი რამდენიმე წუთის წინ დატოვა. რაც შეეხება არბელოას., ის „რეალში“ 2009-16 წლებში თამაშობდა და ტიტულებიც საკმაოდ მოიგო. ალვარო არბელოა ბოლოს „რეალის“ ახალგაზრდულ გუნდს წვრთნიდა.  

თამაშზე მეტად ჩხუბმა მიიპყრო ყურადღება
ჩანაწერი

თამაშზე მეტად ჩხუბმა მიიპყრო ყურადღება

„რეალის’’ მწვრთნელი ჩაბი ალონსო ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში თავისი გუნდის თამაშით უკმაყოფილო დარჩა, არადა „ლოს ბლანკოსმა’’ თანაქალაქელ „ატლეტიკოს’’ 2:1 მოუგო. სხვა საქმეა, რომ ხალხის ყურადღება საკუთრივ შეხვედრის დეტალებზე მეტად ვინისიუსსა და დიეგო სიმეონეს შორის კონფლიქტმა მიიპყრო. როგორც ესპანური პრესა წერს არგენტინელმა ძალიან მოინდომა ბრაზილიელი წყობიდან რომ გამოეყვანა. მან ფეხბურთელს დაუძახა, რომ „რეალის’’ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მის...

რეალი აირია
ჩანაწერი

რეალი აირია

გულშემატკივარს „რეალი’’ კვლავ ძლევამოსილი გუნდი ეგონა. ასეთი შთაბეჭდილება ბილბაოში 3:0 გამარჯვების შემდეგ შეიქმნა, მაგრამ აი, უმასპინძლა გუნდმა „სელტას’’ და მშობლიურ „სანტიაგო ბერნაბეუზე’’ 0:2 წააგო. „ლოს ბლანკოსი’’ შეხვედრის მსვლელობისას ყველა გაგებით ჩაფლავდა. მადრიდელებმა ნერვებიც ვერ მოთოკეს. ალვარო კარერასი მსაჯებთან კამათისთვის გააძევეს. იგივე ბედი ეწია სათადარიგო ფეხბურთელ ენდრიკს, რომელიც, როგორც მსაჯის ოფიციალურ პატაკში წერია „სკამიდან წამოდგა, ტექნიკური...

ჩაბი ალონსო 16 წლის შემდეგ
ჩანაწერი

ჩაბი ალონსო 16 წლის შემდეგ

„რეალის’’ ისტორიაში ყოფილა ბევრი მწვრთნელი, რომელთაც „ბარსელონასთან’’ თავიანთი პირველი შეხვედრა, პირველი „კლასიკო’’ წაუგიათ. ზოგ მათგანს სწორედ კატალონიელებთან პირველი მარცხის გამო წასვლიათ საქმე ცუდად და გეგმაარეულებს თანამდებობა დაუტოვებიათ, მაგრამ ეს არ ეხება ჩაბი ალონსოს. ალონსო ბოლო 16 წელიწადში პირველია, რომელმაც „ბარსას’’ გამარჯობა უთხრა და დაამარცხა. „მარკას’’ თქმით წინა, ვინც ეს შეძლო ლეგენდარული ზინედინ ზიდანი გახლდათ. მადრიდელ...

როდრიგო პსჟ-ში?
ჩანაწერი

როდრიგო პსჟ-ში?

„რეალს’’ ცუდი სეზონი ჰქონდა და სულ მალე ჩაბი ალონსოს ხელმძღვანელობით ახალ ცხოვრებას დაიწყებს. ამბობენ, რომ ესპანელს მწვრთნელს უკვე ჩამოწერილი აქვს იმ ფეხბურთელების სია, რომელთა გაშვებასაც აპირებს. როდრიგო ამ სიაში არ არის, მაგრამ ბრაზილიელს თავად სურს მადრიდიდან წასვლა. მას არ მოსწონს თავისი როლი „რეალში’’. სავარაუდოდ „რეალიც’’ არ არის მისი გაყიდვის წინააღმდეგი, მითუფრო, რომ როდრიგოს მყიდველი არ...

კარლო ბრაზილიელი
ჩანაწერი

კარლო ბრაზილიელი

დადასტურდა: ბრაზილიის ნაკრები მწვრთნელად 65 წლის იტალიელი კარლო ანჩელოტი დაინიშნა. „ჩვენ ერთად უნდა დავწეროთ ახალი ისტორია. მთელ მსოფლიოს ვაჩვენებთ, რომ დიდი მიზნები გვაქვს. მალე, ბრაზილია, ისევ მსოფლიოს საუკეთესო გუნდი იქნება“, – თქვა ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტი ედნალდო გონსალესმა. იტალიელი მწვრთნელი, რომელსაც მადრიდის „რეალში“ აწ უკვე „ლევერკუზენის“ ყოფილი თმწვრთნელი ჩაბი ალონსო შეცვლის, ბრაზილიაში მუშაობას ამ თვის...

დიდი მისვლა-მოსვლა ევროპაში
ჩანაწერი

დიდი მისვლა-მოსვლა ევროპაში

„ლევერკუზენი’’ ჩაბი ალონსოს შემცვლელს ეძებს. ალონსო დიდი ალბათობით „რეალში’’ გადავა. მადრიდელები მის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს უახლოეს მომავალში ახალი ძალით შეუდგებიან. ალონსოსთან მოლაპარაკება იმას ნიშნავს, რომ „სანტიაგო ბერნაბეუს’’ ლეგენდარული იტალიელი კარლო ანჩელოტი ტოვებს და მართალია მის ბრაზილიის ნაკრებში გადასვლას ჯერჯერობით ვერავინ ადასტურებს, მაგრამ ესპანეთის დედაქალაქიდან რომ აიბარგება ამას წყალი არ გაუვა. „ლევერკუზენის’’ ბუნდესლიგური სეზონი 17 მაისს მთავრდება....