ინგლისის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა კრის უოდლმა თქვა, რომ ბრიტანეთის საფეხბურთო საზოგადოება ყოველთვის ეძებს მიზეზებს ფეხბურთელების გასაკრიტიკებლად. მისი აზრით, კილიან მბაპეს ახლაც რომ ეთამაშა პრემიერლიგაში, ის კრიტიკის დიდ ულუფას მიიღებდა. „ჩვენ (ინგლისელები) ყოველთვის ვეძებთ ცუდ მხარეებს, ნეგატიურ ასპექტებს მოთამაშეებში. იმის ნაცვლად, რომ შევხედოთ მათ ძლიერ მხარეებს. ვამბობთ: „ის კარგია დრიბლინგში და პასიებში, მაგრამ ეს ყველას აქვს,...
