ხვიჩა კვარაცხელიას კლუბმა „ნაპოლიმ” მეორე მეკარე შეიძინა. ის გახლავთ 35 წლის იტალიელი სალვატორე სირიგუ, რომელსაც უთამაშია „პალერმოში”, „კრემონეზეში”, „ანკონაში”, „პარი სენ ჟერმენში”, „სევილიაში”, „ოსასუნაში”, „ტორინოსა” და „ჯენოაში”. ვეტერანი კამპანიის დედაქალაქში სამედიცინო შემოწმებისთვის დღეს ჩავა. სირიგუს გასამრჯელო იქნება წელიწადში დაახლოებით 700 ათასი ევრო. დაახლოებით იმიტომ, რომ გარდა ფიქსირებული ხელფასისა აქ ბონუსებიც იგულისხმება. რაც შეეხება მთავარი მეკარის...
