ლისაბონში სკანდალი ატყდა. „ბენფიკასა’’ და „რეალის’’ შეხვედრაში მადრიდელების ბრაზილიელ ვარსკვლავს ვინისიუს ჟუნიორს სავარაუდოდ რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს. ეს გახლდათ ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის ეტაპის პირველი შეხვედრა, რომელიც სტუმრებმა ვინისიუსის გოლით 1:0 მოიგეს. მადრიდელმა გოლი მეორე ტაიმის დასაწყისში, 50-ე წუთზე გაიტანა. მან ოსტატურად ითამაშა და შემდეგ გოლი იზეიმა, მაგრამ მსაჯის აზრით გამოხატვაში გადააჭარბა და ყვითელი ბარათით დასაჯა. როდესაც...
ჭდე: რეალი
ვინისიუსი: კილიანს ყოველ ზაფხულს ვურეკავდი
ვინისიუს ჟუნორი 18 თვის განმავლობაში მოედანზე თავის თავს არ ჰგავდა, მაგრამ ბოლოხანს ისევ ძველ ვინის მოგვაგონებს. რამდენიმე კვირაა ბრაზილიელი კარგად თამაშობს, რაც „რეალის’’ გულშემატკივარს ახარებს, რადგან უკვე ხშირად ისმოდა ლაპარაკი მისი მადრიდიდან წასვლის შესახებ. ვინისუსს ამჟამინდელი კონტრაქტის ვადა 2027 წლის ივნისში ეწურება, ახალ ხელშეკრულებაზე კი ჯერ არაფერი ისმის. ამის მიუხედავად AS-თან ინტერვიუში ფეხბურთელმა თქვა, რომ...
რეალმა სუპერლიგის პოროექტი მოკლა
სუპერლიგის ყბადაღებული პროექტი ჩაფლავდა. გასულ შაბათს მასზე „ბარსელონამ’’ თქვა უარი, ახლა კი „რეალიც’’ შეუერთდა. ოთხშაბათს მადრიდელებმა გაავრცელეს განცხადება რომელშიც წერია, რომ უეფასთან პრინციპულ შეთანხმებას მოაწერეს ხელი და როგორც კი ის საბოლოო დოკუმენტად გადაიქცევა, ევროპის სუპერლიგასთან დაკავშირებულ ყველანაირ ლაპარაკს წერტილი დაესმება. „მრავალთვიანი დისკუსიის შედეგად, რომელიც ევროპული ფეხბურთის ინტერესებს ითვალისწინებდა უეფა, ევროპის საფეხბურთო კლუბების გაერთიანება და „რეალი’’...
კარვახალმა და არბელოამ ჯერ იჩხუბეს, მერე კი მშვიდად ილაპარაკეს
„რეალის’’ კაპიტანი დანი კარვახალი ბოლო ტურებში საწყლად იჯდა სათადარიგოთა სკამზე. „ვალენსიას’’ წინააღმდეგ როდესაც სასტარტო შემადგენლობაში მან კი არა დავიდ ხიმენესმა ითამაშა, ხოლო შემდეგ, 76-ე წუთზე ხიმენესი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა შეცვალა, კარვახალი გაბრაზდა და მწვრთნელ ალვარო არბელოასთან, მსუბუქად რომ ვთქვათ, იკამათა. თუმცა, ბოლო ცნობების თანახმად კარვახალმა და არბელოამ მოგვიანებით კიდევ ერთხელ ილაპარაკეს და ვნებათაღელვა დააცხრეს. ინტერნეტში გავრცელდა...
რეალს ნიღბები ჩამოაცვეს
არდა გიულერი ფიზიკურ მომზადებაში შესანიშნავ შედეგებს აჩვენებს. ოთხშაბათს „რეალის’’ ვარჯიშზე თურქმა ნახევარმცველმა პინტუსის ტესტებში ყველას აჯობა. ანტონიო პინტუსი გახლავთ მადრიდელთა ფიზიკური მომზადების მწვრთნელი, რომელმაც თავისი ტესტები შეიმუშავა. ვარჯიშზე ფეხბურთელებს გაუკეთეს ეგრეთწოდებული მეტაბოლური ნიღბები, რომლებიც რეალურ დროში ზომავენ შესუნთქულ ჟანგბადისა და ამოსუნთქულ ნახშირორჟანგის რაოდენობას. ეს ტექნოლოგია იძლევა საშუალებას დადგინდეს თითოეული ფეხბურთელის აერობული ამტანობა. როგორც მოგახსენეთ, „ლოს...
დეშამი: თქვენ გინდათ, რომ მბაპემ 11 კილომეტრი ირბინოს?
უკვე კარგა ხანია ლაპარაკობენ, რომ „რეალის’’ ფეხბურთელები ბევრს არ დარბიან. ამ მხრივ გუნდში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს კილიან მბაპეს, რომელიც ახალი მწვრთნელის ან უფრო სწორად დროებითი მწვრთნელის ალვარო არბელოას ხელში ხელშეუხებელია ― მიმდინარე სეზონში, 30 შეხვედრაში 37 გოლი გაიტანა. მბაპემ უბურთოდ მუშაობას ჩაბი ალონსოს დროს, განსაკუთრებით მისი თავკაცობის ბოლო კვირებში მოუკლო, თუმცა ეს ამბავი...
რეალს ვიტინია უნდა
„რეალი’’ მომავალი სეზონიდან ახალი ცხოვრების დაწყებას აპირებს და ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე ამთავითვე აქტიურად ფიქრობს. ახალი არაფერია იმაში, რომ მადრიდელებს ცენტრალური მცველი სჭირდებათ, მაგრამ ბოლო დრის სულ უფრო მეტს ლაპარაკობენ ცენტრალურ ნახევარმცველზე. „რეალი’’ 18 თვეა რაც ტონი კროოსს მისტირის. ამას გასულ ზაფხულს ლუკა მოდრიჩის წასვლა დაემატა. მათ გარეშე დარჩენილ აურელიენ ჩუამენის, ედუარდო კამავინგას და ფედე ვალვერდეს...
სასტარტოში რომ ვერ ხვდება ლივერპულს უხარია
ესპანური მედია წერს, რომ „რეალი’’ ზაფხულში მორიგ ეტაპს დაიწყებს, როდესაც ალვარო არბელოას ნაცვლად ახალ მწვრთნელს დანიშნავს. იმავდროულად, მოსალოდნელია გუნდის გადახალისებაც. აქ იგულისხმება როგორც ახალი მოთამაშეების ყიდვა, ასევე რამდენიმე ძველის გაშვება. ლაპარაკობენ, რომ „სანტიაგო ბერნაბეუზე’’ საჭიროა გამოჩნდეს ახალი ცენტრალური მცველი და ნახევარმცველი, თუმცა ინტენსიურად ფიქრობენ ფეხბურთელების გაყიდვაზეც. ასე მაგალითად, ლაპარაკობენ, რომ როდრიგო და არდა გიულერი შეიძლება...
რეალი ვილიარეალისთვის მეტისმეტი იყო
„მიქაუტაძეს მთელი შეხვედრის განმავლობაში აკლდა ხარისხიანი ბოლო მოქმედება, რომლის წყალობითაც ის ბურთს გააკონტროლებდა და საგოლე მომენტებს შექმნიდა. ქართველი იხსნებოდა, ცდილობდა, მაგრამ ბოლო წამს უიღბლო იყო’’, ― წერს „ვილიარეალის’’ თავდამსხმელის ჟორჟ მიქაუტაძის შესახებ AS მას მერე. „ყვითლებმა’’ შინ, „სერამიკაზე’’ „რეალთან’’ 0:2 წააგეს. მიქაუტაძემ მოედანზე 77 წუთი დაჰყო. მარსელონოს გუნდმა ლა ლიგაში ზედიზედ ორი შეხვედრა წააგო. ასეთი...
არაო, მაგრამო…
იურგენ კლოპის სახელი „რეალთან’’ დააკავშირეს. 58 წლის გერმანელი „ლივერპულიდან’’ 2024 წელს წავიდა. წასვლის წინ მან თქვა, რომ დიდ ფეხბურთში მუშაობისთვის საჭირო ენერგიის მარაგი ამოწურა, თუმცა ამ დღეებში AFP-თვის მიცემულ ინტერვიუში ჭოჭმანი დაეტყო: „ჯერჯერობით ისეთ ადგილას ვმუშაობ, სადაც, როგორც ადამიანი, თავს კომფორტულად და მშვიდობიანად ვგრძნობ. ამწუთას სხვაგან ყოფნა არ მინდა. შეიძლება „რეალი’’ ჩემით მართლა არის დაინტერესებული,...









