ჭდე: ჟუან ჟესუსი

Home ჟუან ჟესუსი
დი ლორენცო და ჟესუსი კინაღამ ხელით შეეხნენ ერთმანეთს
ჩანაწერი

დი ლორენცო და ჟესუსი კინაღამ ხელით შეეხნენ ერთმანეთს

დღეს იტალიური, მეტადრე კი ნეაპოლური საიტები ახალმა ამბავმა მოიცვა: „ნაპოლის” კაპიტანს ჯოვანი დი ლორენცოსა და ბრაზილიელ მცველს ჟუან ჟესუსს ლამის ხელჩართული ჩხუბი გაუმართავთ. Campania Sport-ის გადაცემა Canale 21-ში გამოსვლის დროს ჟურნალისტმა უბერტო კიარელომ თქვა: „ჟესუსი და დი ლორენცო კინაღამ ხელით შეეხენ ერთმანეთს. საქმე ის არის, რომ ორიოდ დღის წინ ანდრე-მარკ ზამბო ანგისა და ვიქტორ ოსიმენი...

წადი შე შავოს გაგრძელება
ჩანაწერი

წადი შე შავოს გაგრძელება

სანამ ქართველი გულშემატკივარი ნაკრების ევრო-შესარჩევი თამაშებით იყო გატაცებული და ისტორიაში პირველად დიდ შეჯიბრებაში გასვლას ზეიმობდა, ნეაპოლში, თუმცა არა მხოლოდ ნეაპოლში, არამედ მთელს იტალიაში, ჟუან ჟესუსისა და ფრანჩესკო აჩერბის საქმეს არჩევდნენ. მოგეხსენებათ, „ინტერისა” და „ნაპოლის” შეხვედრაში მილანელმა ფეხბურთელმა აჩერბიმ „აძურის” ბრაზილიელ მცველ ჟუან ჟესუსს „ნიგერი” უწოდა, რასაც დიდი სკანდალი მოჰყვა. საქმე სპორტულმა სასამართლომ გაარჩია, მაგრამ მოსამართლის...

აჩერბიმ ტყუილი მოყვა
ჩანაწერი

აჩერბიმ ტყუილი მოყვა

„ინტერისა” და „ნაპოლის” კვირის შეხვედრას (1:1) სკანდალი მოჰყვა: ნეაპოლელთა მცველმა ჟუან ჟესუსმა მილანელ ფრანჩესკო აჩერბის რასისტულ შეურაცხყოფაში დასდო ბრალი, რის გამოც იტალიის ნაკრების თავკაცმა ლუჩანო სპალეტიმ ის ვენესუელასა და ეკვადორთან ამხანაგური შეხვედრებიდან მოკვეთა. მატჩები 21 და 24 მარტს აშშ-ში გაიმართება. ფეხბურთელს იტალიის ფეხბურთის ფედერაციისგან დისკვალიფიკაციაც ემუქრება. „ინტერმა” გამოაქვეყნა განცხადება, რომ ის თავადაც გაარკვევს, თუ რა...

ჟუან ჟესუსი: მან ნიგერი დამიძახა, მაგრამ მერე მომიბოდიშა
ჩანაწერი

ჟუან ჟესუსი: მან ნიგერი დამიძახა, მაგრამ მერე მომიბოდიშა

სერია A-ს ლიდერმა და თითქმის ჩემპიონმა „ინტერმა” შინ აწ უკვე ექს-ჩემპიონ „ნაპოლის” ვერ მოუგო — 1:1. ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს მილანელთა განაპირა მცველმა მატეო დარმიანმა გახსნა, მაგრამ 81-ეზე სტუმრების ბრაზილიელმა სტოპერმა ჟუან ჟესუსმა წონასწორობა თავურით აღადგინა. შეხვედრის დასრულების შემდეგ DAZN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ჟესუსმა თქვა: კარგად ვითამაშეთ. მეორე ტაიმში მოედანზე მარტო ჩვენ ვიყავით. ფრე „ნაპოლისთვის” კარგი...

ნაპოლის შეხვედრა გულშემატკივრებთან
ჩანაწერი

ნაპოლის შეხვედრა გულშემატკივრებთან

„ნაპოლი” მესამე დღეა რაც დიმაროში ვარჯიშობს. თავიდან ჩასულებს ჯოვანი სიმეონე და მეკარე პიერლუიჯი გოლინი შეემატნენ, გუშინ საღამოს კი მწვრთნელი რუდი გარსია, მცველი ჟუან ჟესუსი და გოლინი გულშემატკივრებს შეხვდნენ. გთავაზობთ მათ პასუხებს კითხვების გარეშე და იმ თანმიმდევრობით, როგორც ეს „კორიერე დელო სპორტმა” გამოაქვეყნა. რუდი გარსია: „როდესაც ახალ საქმეს იწყებ, ყოველთვის გამარჯვებას აპირებ. ჩემი მიზანიც ეს არის…...

რა ხდება ოცდაათი წლის შემდეგ?
ჩანაწერი

რა ხდება ოცდაათი წლის შემდეგ?

„ნაპოლი” იტალიაში იმდენად პოპულარულია, რომ მედია ყველაფერს აქცევს ყურადღებას, მათ შორის ვინ ვის რა უთხრა, როგორ გაეხუმრა და ასე შემდეგ. სწორედ ამიტომ გახდა საჯარო ნეაპოლელთა კაპიტნის ჯოვანი დი ლორენცოსა და ბრაზილიელი მცველის ჟუან ჟესუსის შეხუმრება. საქმე ის გახლავთ, რომ დილის ვარჯიშზე ჟესუსი გრძელსახელოებიანი მაისურით გავიდა, არადა ცხელოდა. სხვას ყველას მოკლესახელოებიანი ეცვა. „თოვს?” — იკითხა დი...

რა შეიძლება მოხდეს ნაპოლიში
ჩანაწერი

რა შეიძლება მოხდეს ნაპოლიში

ჟურნალისტმა უმბერტო კიარელომ Canale 21-ის გადაცემაში „ნაპოლის” სატრანსფერო ამბებზე ილაპარაკა. ბოლო ცნობა, რომელიც იტალიის ჩემპიონთა ბანაკიდან გავრცელდა, სპორტული დირექტორის კრისტიანო ჯიუნტოლის „იუვენტუსში” გადასვლა გახლავთ. ცნობილია აგრეთვე სამხრეთ კორეელი მცველის კიმ მინ-ჯაეს „ბაიერნში” გადაბარგების ამბავიც. კიარელომ სხვა საკითხებზე შეაჩერა მაყურებლის ყურადღება. „დანამდვილებით ვიცი, რომ არიან კლუბები, რომლებიც ბრაზილიელი მცველის ჟუან ჟესუსის ყიდვას ცდილობენ. ამიტომ, ჩემზე რომ...

რომაული გაზეთი ნაპოლის ვარჯიშის შესახებ
ჩანაწერი

რომაული გაზეთი ნაპოლის ვარჯიშის შესახებ

„კორიერე დელო სპორტი” რომაული გაზეთია და ამიტომ „ნაპოლისა” და „რომას” კვირის დაპირისპირებას გამორჩეულ ყურადღებას აქცევს. კერძოდ, გაზეთი წერს, რომ კასტელ ვოლტურნოში, „ნაპოლის” ბაზაზე, გუშინდელ ვარჯიშზე საგანგებოდ ორი მოთამაშის ქართველი ხვიჩა კვარაცხელიასა და ბრაზილიელი ჟუან ჟესუსის მდგომარეობა აინტერესებდათ. მოგეხსენებათ, კვარაცხელიამ ბოლო ტურის შეხვედრა „სალერნიტანასთან” და მანამდე სათასო მატჩი „კრემონეზესთან” გრიპის გამო გამოტოვა. ხვიჩამ გამოჯანმრთელების შემდეგ ჯერ...